
მეფეთა ბ 4:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.
მეფეთა ბ 4:3 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 4:3 კონტექსტში
4:1როცა შეიტყო საულის ძემ, რომ მოკვდა აბნერი ხებრონში, წარეკვეთა იმედი და შეშფოთდა მთელი ისრაელიც.
4:2ორი კაცი ჰყავდა საულის ძეს, რაზმის მეთაურები, ერთს ერქვა ბაყანა, მეორეს - რექაბი; რიმონ ბეეროთელის ძენი იყვნენ, ბენიამინის ტომიდან, რადგან ბეეროთი ბენიამინს ეკუთვნოდა.
4:3თავად ბეეროთელნი გეთაიმში გაიქცნენ და დღემდე იქ მდგმურობენ.
4:4იონათანს, საულის ძეს, ერთი ვაჟი დარჩა, ფეხმტკივანი. ხუთი წლის იყო, როცა საულსა და იონათანის ამბავი მოვიდა იზრეყელიდან. ხელში აიყვანა იგი ძიძამ და გაიქცა; გაქცევისას დაუვარდა ბავშვი და დაკოჭლდა. მისი სახელი - მეფიბოშეთი.
4:5წავიდნენ რიმონ ბეეროთელის ვაჟები - რექაბი და ბაყანა და დღის ხვატში მიადგნენ იშბოშეთის სახლს. ის კი საწოლზე იწვა და ეძინა შუადღის ძილით.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 4:3
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 4
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში