
მეფეთა ბ 6:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
მეფეთა ბ 6:8 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 6:8 კონტექსტში
6:6როცა ნაქონის კალოსთან მივიდნენ, ხელი შეაშველა ყუზამ ღვთის კიდობანს, რადგან კინაღამ გამოაგდეს იგი ხარებმა.
6:7აღიგზნო უფლის რისხვა ყუზას მიმართ და იქვე დასცა იგი ღმერთმა ამ ხელყოფისთვის, და იქვე მოკვდა იგი ღვთის კიდობანთან.
6:8შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა. დღემდე ეწოდება ამ ადგილს ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
6:9შეეშინდა უფლისა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე უფლის კიდობანი?
6:10არ ინდომა დავითმა უფლის კიდობნის მოტანა თავისთან, დავითის ქალაქში და გეთელი ყობედ-ედომის კარ-მიდამოსკენ გაახვევინა.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 6:8
- იონა 4:1ძალზე განაწყენდა და გამწარდა იონა.
- ნეშტთა შორისა ა 13:11შეწუხდა დავითი, რომ დაღუპა უფალმა ყუზა, და დღემდე იმ ადგილს ეწოდება ფერეც-ყუზა (ყუზას დაღუპვა).
- ნეშტთა შორისა ა 13:12ღმერთის შეეშინდა დავითს იმ დღეს და თქვა: როგორ მოვა ჩემამდე ღვთის კიდობანი?
- იონა 4:9უთხრა ღმერთმა იონას: მაგრად გამწარდი იმ აყიროს გამო? მიუგო: მაგრად გავმწარდი, ლამის მოვკვდე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 6
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში