
მეფეთა ბ 7:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
მეფეთა ბ 7:17 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 7:17 კონტექსტში
7:15არ წაერთმევა მას ჩემი წყალობა, როგორც წავართვი საულს, რომელიც ჩამოგაცილე.
7:16მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემ წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.
7:17თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
7:18მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!
7:19ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:17
- ნეშტთა შორისა ა 17:15თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.
- მოციქულთა საქმენი 20:20არაფერი დამიშურებია, რაც კი რამეში წაგადგებოდათ, სახალხოდ თუ სახლებში რომ არ მექადაგა და მესწავლებინა თქვენთვის.
- კორინთელთა მიმართ ა 15:3რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
- მოციქულთა საქმენი 20:27რადგანაც ყოველთვის ვცდილობდი გამეცხადებინა თქვენთვის ღვთის მთელი ნება.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში