გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 7:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 7:18

მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!

მეფეთა ბ 7:18 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 7:18 კონტექსტში

7:16მტკიცედ იდგება მისი სახლი და სამეფო სამარადისოდ ჩემ წინაშე; მყარი იქნება მისი ტახტი სამარადისოდ.

7:17თანახმად ამ სიტყვებისა და ამ ხილვისა ელაპარაკა ნათანი დავითს.

7:18მივიდა დავით მეფე და დადგა უფლის წინაშე და თქვა. ვინა ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, ვინ არის ჩემი სახლი, რომ აქამდე აღმაზევე!

7:19ესეც მცირე ყოფილა შენს თვალში, უფალო ღმერთო ჩემო, რომ სამომავლოდაც აღუთქვი დაპირება შენი მორჩილის სახლს. ადამის ძეთა წესია ეს, უფალო ღმერთო ჩემო.

7:20კიდევ რა უნდა გითხრას დავითმა? შენ თავად იცნობ შენს მორჩილს, უფალო ღმერთო ჩემო!

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:18

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში