
მეფეთა ბ 7:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
მეფეთა ბ 7:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 7:2 კონტექსტში
7:1როგორც კი დაიწყო ცხოვრება მეფემ თავის სახლში, მოასვენა იგი უფალმა ირგვლივ მტრებისგან.
7:2უთხრა მეფემ ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, ღვთის კიდობანი კი სავანის ქვეშ ასვენია.
7:3უთხრა ნათანმა მეფეს: გააკეთე ყველაფერი, რაც გულში გაქვს, რადგან შენთანაა უფალი.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:2
- მეფეთა ბ 5:11გამოუგზავნა ხირამმა, ციდონის მეფემ, დავითს მოციქულები, ფიჭვის ძელები, ხუროები, ქვისმთლელები და აუშენეს სახლი დავითს.
- მეფეთა ბ 12:1მიუგზავნა უფალმა დავითს ნათანი და ისიც მივიდა მასთან და უთხრა: ორი კაცი ცხოვრობდა ერთ ქალაქში, მდიდარი და ღარიბი.
- გამოსვლა 26:1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
- გამოსვლა 26:14გააკეთე გადასაფარი დათრიმლული ცხვრის ტყავისგან. ზემო გადასაფარი თახაშის ტყავისგან.
- ნეშტთა შორისა ა 16:1მოაბრძანეს უფლის კიდობანი და დაასვენეს შუაგულ კარავში, რომელიც მისთვის ჰქონდა დავითს გაშლილი. მერე კი აღსავლენი და სამადლობელი მსხვერპლი შესწირეს ღმერთს.
- ნეშტთა შორისა ა 29:29დავით მეფის საქმენი, ადრინდელნი და უკანასკნელნი, სამუელ მისნის სიტყვებში, ნათან წინასწარმეტყველის სიტყვებში და გად მისნის სიტყვებშია აღწერილი,
- ანგეა 1:4იმის ჟამი კი არის, რომ გადახურულ სახლებში ისხდეთ, ეს სახლი კი მიგდებული იყოს?
- მოციქულთა საქმენი 7:46მან ჰპოვა მადლი ღვთის წინაშე და ითხოვა, რომ ეპოვა იაკობის ღმერთის სავანე.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში