
გამოსვლა 26:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
გამოსვლა 26:1 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 26:1 კონტექსტში
26:1ხოლო სავანე დაგრეხილი სელის, ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭრისაგან გააკეთე; ზედ ქერუბიმები ამოქარგე.
26:2თითოეული ნაჭრის სიგრძე ოცდარვა წყრთა იყოს, სიგანე - ოთხი წყრთა. ყველა ნაჭერი ერთი ზომის უნდა იყოს.
26:3ხუთი ნაჭერი ერთმანეთს გადაეკეროს, სხვა ხუთი ნაჭერი - ერთმანეთს.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 26:1
- გამოსვლა 36:8გააკეთა ყველა გულბრძენმა კაცმა, რაც სავანისთვის ჰქონდათ გასაკეთებელი: გრეხილი სელის და ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილის ათი ნაჭერი; ქერურიმებიც ამოქარგეს ზედ.
- გამოსვლა 36:19გაუკეთა გადასაფარებელს გადასახურავი დათრიმლული ტყავებისგან და ზემოდან გადასახურავი თახაშის ტყავებისგან.
- გამოსვლა 26:36გაუკეთე სავანის შესასვლელს ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი, ნაქარგი სელისგან.
- გამოსვლა 26:31გააკეთე ფარდა ლურჯი, ძოწისფერი და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი სელისგან; ზედ ქერუბიმები უნდა იყოს ამოქარგული.
- გამოსვლა 25:18ოქროსგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ.
- გამოსვლა 36:35გააკეთა ჩამოსაფარებელი ლურჯი, ძოწეული და ჭიაფერი ქსოვილისგან და გრეხილი ბისონისგან; ზედ ქერუბიმები ამოქარგა.
- იოანე 1:14სიტყვა ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენ შორის, მადლითა და ჭეშმარიტებით სავსე. და ვიხილეთ დიდება მისი, დიდება მხოლოდშობილისა მამის მიერ.
- ნეშტთა შორისა ა 17:1როგორც კი დავითი თავის სახლში დამკვიდრდა, უთხრა დავითმა ნათან წინასწარმეტყველს: შეხედე, მე კედარის სახლში ვცხოვრობ, უფლის აღთქმის კიდობანი კი ჩარდახქვეშ არის.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 26
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 26 · გახსენი ბიბლიის მკითხველში