გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

მეფეთა ბ 7:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

მეფეთა ბ 7:8

ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.

მეფეთა ბ 7:8 · საქართველოს საპატრიარქო

მეფეთა ბ 7:8 კონტექსტში

7:6მე ხომ არ დავმკვიდრებულვარ სახლში იმ დროიდან, რაც ეგვიპტიდან გამოვიყვანე ისრაელიანები, მუდამ კარავში და სავანეში ვიმყოფებოდი მგზავრობისას.

7:7ნუთუ ისრაელიანთა შორის მოარულს ოდესმე მითქვამს ისრაელის რომელიმე შტოსთვის, ვისთვისაც ჩემი ერის, ისრაელის მწყემსობა მიბრძანებია, კედარის სახლს რატომ არ მიშენებთ-მეთქი?

7:8ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.

7:9ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენ წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.

7:10ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.

პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:8

განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7

სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში