
მეფეთა ბ 7:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
მეფეთა ბ 7:10 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 7:10 კონტექსტში
7:8ახლა ასე უთხარი ჩემს მორჩილს დავითს. ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ფარეხიდან, ცხვრის ფარიდან წამოგიყვანე, რომ ჩემი ერის, ისრაელის წინამძღოლი ყოფილიყავი.
7:9ყველგან შენთან ვიყავი, სადაც კი გივლია; მინადგურებია შენი მტრები შენ წინაშე; განმიდიდებია შენი სახელი, მსგავსად დიდებულთა სახელისა ამ ქვეეანაზე.
7:10ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს, და დავაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად და ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ ძველებურად.
7:11იმ დროიდან, რაც მსაჯულები დავუყენე ჩემს ხალხს, ისრაელს, მოსვენებული მყავხარ ყველა მტრისაგან. უფალი გამცნობს შენ, რომ სახლს აგიშენებს უფალი.
7:12როცა დრო მოგივა და შენს მამა-პაპასთან განისვენებ, მე აღვადგენ შენ შემდგომად ნაშიერს, შენი საზარდულიდან გამომავალს, და მეფობას განვუმტკიცებ.
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 7:10
- ამოსი 9:15დავნერგავ მათ თავიანთ მიწაზე და აღარ აღმოიფხვრებიან თავიანთი მიწიდან, რომელიც მივეცი მათ, ამბობს უფალი, შენი ღმერთი.
- ნეშტთა შორისა ა 17:9ადგილი დავუდგინე ჩემს ერს, ისრაელს და დაეაფუძნე იგი. ახლა თავისთვის იცხოვრებს უშიშრად დ ბოროტმოქმედნი აღარ შეაჭირვებენ წინანდებურად.
- იერემია 24:6თვალს მივაპყრობ მათ მათდა სასიკეთოდ და დავაბრუნებ ამ ქვეყანაში; ავაშენებ, არ გავანადგურებ; დავნერგავ, არ აღმოვფხერი მათ.
- ესაია 60:18აღარ გაისმება ძალადობა შენს ქვეყანაში, ძარცვა და გლეჯა - შენს საზღვრებში; ხსნას უწოდებ შენს კედლებს და სადიდებეღას - შენს კარიბჭეებს.
- ეზექიელი 37:25იცხოვრებენ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემს მორჩილს იაკობს მივეცი; სადაც თქვენი მამა-პაპა ცხოვრობდა, იქ იცხოვრებენ ისინი, მათი შვილები და მათი შვილთაშვილები უკუნისამდე და დავითი, ჩემი მორჩილი, იქნება მათი მთავარი უკუნისამდე.
- ეზექიელი 37:27იქნება მათზე ჩემი მოვანება, ვეყოლები მათ ღმერთად, ისინი კი ჩემი ერი იქნებიან.
- ფსალმუნები 89:22ვერ დაჯაბნის მას მტერი და ურჯულო ვერ დაჩაგრავს მას.
- ფსალმუნები 89:23მოვსრავ მის წინაშე მის მტრებს და მის მოძულეებს დავამხობ.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 7
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში