
მეფეთა ბ 8:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
მეფეთა ბ 8:9 · საქართველოს საპატრიარქო
მეფეთა ბ 8:9 კონტექსტში
8:7აიღო დავითმა ოქროს ფარები, ჰადარყეზერის მორჩილთ რომ ჰქონდათ, და იერუსალიმში მოიტანა.
8:8დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ბეტახიდან და ბეროთიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან,
8:9შეიტყო თოყიმ, ხაბათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს,
8:10და გაგზავნა თოყიმ თავისი ძე იორამი დავითთან მოსაკითხავად და მისალოცად, რომ შეებრძოლა ჰადარყეზერს და სძლია მას, რადგან თოყის მოსისხლე იყო ყადარყეზერი. თან გაატანა ოქრო-ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
8:11ეს ჭურჭელიც შესწირა მეფე დავითმა უფალს იმ შეწირულ ოქრო-ვერცხლთან ერთად, დამორჩილებულ ხალხებს რომ წაართვა -
პარალელური ადგილები: მეფეთა ბ 8:9
- ამოსი 6:2მოიარეთ ქალნე და ნახეთ, იქიდან დიდი ხამათისკენ გასწიეთ და ფილისტიმელთა გეთში ჩადით; ნუთუ თქვენზე უკეთესია ეს სამეფოები ან თქვენს საზღვრებზე ვრცელია მათი საზღვრები?
- ნეშტთა შორისა ა 18:9შეიტყო თოყიმ, ხათის მეფემ, რომ სძლია დავითმა ჰადარყეზერს, ცობას მეფეს.
- ნეშტთა შორისა ბ 8:4ააშენა თადმორი უდაბნოში, და ყველა ის სამარაგო ქალაქი, ხამათში რომ ააშენა.
განაგრძე კითხვა: მეფეთა ბ 8
სრულად წაიკითხე: მეფეთა ბ 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში