გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

12 interpreters აპლიკაციაში

თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14

ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.

თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 10 დეკემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 25 კვირის პარასკევი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14

12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. პოლიკარპე სმირნელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “პავლე მოციქულის სიმდაბლეს შეხედეთ. მას არ უთქვამს: ვინც არ მემორჩილება, ის მე არ მემორჩილებაო, არამედ ამაზე მხოლოდ მსუბუქად მიანიშნებს: ‘შეინიშნეთ იგი’. მაშასადამე, ბრძანებს, რომ მსგავსი საქციელები დაფარული არ დარჩეს. ‘ნუ შეხვალთ მასთან ურთიერთობაში’. ეს არცთუ მცირე სასჯელია. შემდეგ კი დასძენს: ‘რათა არცხვინოთ იგი’. ამრიგად, ის არ უშვებს, რომ სასჯელი ზომაზე მეტად გამკაცრდეს. როგორც ზემოთ თქვა: ‘თუ ვინმეს არ სურს შრომა, ნურც ჭამს’, შიშობდა, რომ ისინი შიმშილით არ დაიღუპებოდნენ. Დასძინა: ‘თქვენ კი ნუ დაიღლებით სიკეთის კეთებით’, ასევე ახლაც, თქვა რა: ‘შეინიშნეთ იგი და ნუ შეხვალთ მასთან ურთიერთობაში’.”

    მთელი განმარტება

    პავლე მოციქულის სიმდაბლეს შეხედეთ. მას არ უთქვამს: ვინც არ მემორჩილება, ის მე არ მემორჩილებაო, არამედ ამაზე მხოლოდ მსუბუქად მიანიშნებს: “შეინიშნეთ იგი”. მაშასადამე, ბრძანებს, რომ მსგავსი საქციელები დაფარული არ დარჩეს. “ნუ შეხვალთ მასთან ურთიერთობაში”. ეს არცთუ მცირე სასჯელია. შემდეგ კი დასძენს: “რათა არცხვინოთ იგი”. ამრიგად, ის არ უშვებს, რომ სასჯელი ზომაზე მეტად გამკაცრდეს. როგორც ზემოთ თქვა: “თუ ვინმეს არ სურს შრომა, ნურც ჭამს”, შიშობდა, რომ ისინი შიმშილით არ დაიღუპებოდნენ. Დასძინა: “თქვენ კი ნუ დაიღლებით სიკეთის კეთებით”, ასევე ახლაც, თქვა რა: “შეინიშნეთ იგი და ნუ შეხვალთ მასთან ურთიერთობაში”.

    მაგრამ, იტყვი შენ, როგორ ამბობს პავლე: თუ ვინმე არ დაემორჩილება ჩვენს სიტყვას ამ წერილში, შეინიშნეთ იგი და ნუ შეხვალთ მასთან ურთიერთობაში, რათა არცხვინოთ იგი? მართალია, ეს ძმებზეა ნათქვამი, მაგრამ არა უბრალოდ, არამედ თვინიერებით. უყურადღებოდ ნუ დატოვებ შემდგომ ნათქვამსაც, დაუმატე ისიც, რაც შემდგომ არის ნათქვამი. კერძოდ, თქვა რა: ნუ ჩათვლით მას მტრად, არამედ შეაგონეთ, როგორც ძმას. ხედავ, როგორ ბრძანებს, რომ შევიძულოთ ცუდი საქმე და არა ადამიანი? ეშმაკის საქმეა ჩვენი ერთმანეთისგან გათიშვა. იგი ძლიერ ცდილობს სიყვარულის მოსპობას, რათა შეწყვიტოს გზა გამოსწორებისკენ და შეაჩეროს მოყვასი შეცდომაში, ხოლო შენ მტრობაში, და ამგვარად ჩაკეტოს მისთვის ხსნის გზა. თუ ექიმი შეიძულებს და გაექცევა ავადმყოფს, ხოლო ავადმყოფი ზურგს აქცევს ექიმს, განა შეიძლება ავადმყოფი განიკურნოს, როდესაც ის არ მოუხმობს ექიმს და ექიმი არ მივა მასთან?

  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  8. კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  12. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 12

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14 კონტექსტში

3:12ამნაირებს გამცნობთ და შევაგონებთ ჩვენს უფალ იესო ქრისტეში, რომ მშვიდი შრომით ჭამონ თავიანთი პური.

3:13თქვენ კი, ძმანო, ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა.

3:14ხოლო თუ ვინმე არ შეისმენს ამ ჩვენი წერილის სიტყვებს, დაიხსომეთ და ნუღარ გაიკარებთ, რათა შერცხვენილ იქნეს.

3:15მაგრამ მტრად კი ნუ მიიჩნევთ, არამედ ძმასავით დაარიგეთ.

3:16თვით მშვიდობის უფალმა მოგცეთ მშვიდობა ყველგან და ყოველთვის. უფალი იყოს ყველა თქვენგანთან.

პარალელური ადგილები: თესალონიკელთა მიმართ ბ 3:14

განაგრძე კითხვა: თესალონიკელთა მიმართ ბ 3

სრულად წაიკითხე: თესალონიკელთა მიმართ ბ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში