
იოანეს ეპისტოლე გ 1:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.
იოანეს ეპისტოლე გ 1:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 მარტი, 2027, რძის უარყოფის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანეს ეპისტოლე გ 1:7
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ილარიუსი არლელი5 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე “უფლის სახელისთვის ადამიანები ორგვარად ხდებიან ხეტიალის მსურველნი. პირველი, საკუთარი თავის უარყოფით, რათა მისი სახელი იქადაგონ. მეორე, როდესაც ახლობლები საკუთარი მიწიდან დევნიან, ღვთის წმიდა სახელის რწმენისა და აღსარებისთვის.”
ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
იოანეს ეპისტოლე გ 1:7 კონტექსტში
1:5საყვარელო, ერთგულად აკეთებ ყველაფერს, რასაც აკეთებ ძმებისა და უცხოთათვის,
1:6ეკლესიის წინაშე რომ გვიმოწმეს შენი სიყვარული; კარგს იზამ, თუ ისე წარგზავნი მათ, როგორც შეშვენის შენს ღვთისმსახურებას.
1:7რადგანაც მისი სახელისათვის გამოემართნენ და არაფერი წამოუღიათ წარმართთაგან.
1:8ხოლო ჩვენ გვმართებს შევიწყნაროთ ამნაირნი, რათა შევეწიოთ ჭეშმარიტებას.
1:9ეს მივწერე ეკლესიებსაც, მაგრამ დიოტროფე, პირველობას რომ იჩემებს მათ შორის, არ გვიღებს ჩვენ.
პარალელური ადგილები: იოანეს ეპისტოლე გ 1:7
- კორინთელთა მიმართ ბ 11:7ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
- კორინთელთა მიმართ ბ 11:9რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
- კორინთელთა მიმართ ბ 12:13ვინაიდან თუ რამეთი ჩამორჩებით სხვა ეკლესიებს, მხოლოდ იმით, რომ მძიმე ტვირთად არ დაგწოლივართ, მომიტევეთ ეს უსამართლობა.
- კორინთელთა მიმართ ა 9:18კი მაგრამ, რაა ჩემი საზღაური? ის, რომ სახარების ქადაგებისას უსასყიდლოდ ვახარებ ქრისტეს და არ ვსარგებლობ მახარებლის უფლებით.
- გამოცხადება 2:3მომთმენი ხარ და ბევრი რამ იტვირთე ჩემი სახელის გულისთვის, მაგრამ არ დაქანცულხარ.
- კოლასელთა მიმართ 1:24ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
- კორინთელთა მიმართ ბ 4:5რადგანაც ჩვენს თავს კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოს, უფალს; ხოლო ჩვენ თქვენი მონები ვართ იესოსათვის.
- კორინთელთა მიმართ ა 9:12თუ სხვებსა აქვთ თქვენზე ამის უფლება, განა მით უმეტეს არ გვეკუთვნის ჩვენ? მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია ამ უფლებით, არამედ დღემდე ვითმენთ ყველაფერს, რათა არაფრით შევაფერხოთ ქრისტეს სახარება.
განაგრძე კითხვა: იოანეს ეპისტოლე გ 1
სრულად წაიკითხე: იოანეს ეპისტოლე გ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში