
კოლასელთა მიმართ 1:24: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
კოლასელთა მიმართ 1:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 11 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის ხუთშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:24
11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “რა კავშირია აქ? ერთი შეხედვით, თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ სინამდვილეში უდიდესია.”
მთელი განმარტება
რა კავშირია აქ? ერთი შეხედვით, თითქოს შეუმჩნეველია, მაგრამ სინამდვილეში უდიდესია.
“მსახური ვარ”, ამბობს პავლე მოციქული. ნაცვლად იმისა, რომ ეთქვა: “მე არაფერი მომაქვს ჩემგან, არამედ სხვის მოძღვრებას ვქადაგებ”, იგი ამბობს: მე ისე მწამს ქრისტე, რომ მისთვის ვიტანჯები. არა მარტო ვიტანჯები, არამედ სიხარულით ვივსები განსაცდელში, რადგან მომავლის იმედი მაქვს. და ვიტანჯები არა ჩემთვის, არამედ თქვენთვის.
“და ვავსებ, ამბობს, ჩემი ხორცის ნაკლულევანებას ქრისტეს ჭირთა მიმართ”.
დიდი სიტყვებია, მაგრამ არა ამპარტავნებით წარმოთქმული, არამედ ქრისტეს უსაზღვრო სიყვარულით. მას არ სურს, რომ ეს ტანჯვა მას მიეწეროს და არა ქრისტეს. ამიტომაც ამბობს ასე, რათა მსმენელები ქრისტესკენ მიიზიდოს.
“რასაც ვიტანჯები, ამბობს, მისთვის ვიტანჯები”. ამიტომ მადლობა მე კი ნუ მომაგებთ, არამედ მას, ვინც ამას ითმენს. ეს ჰგავს იმას, როდესაც ვინმე სხვას სთხოვს, რომ მის ნაცვლად წავიდეს ვინმესთან და შემდეგ ეს უკანასკნელი იტყვის: “მე ამას აი, ვისთვის ვაკეთებ”. პავლე მოციქულს არც იმის შერცხვება, რომ ეს ტანჯვა ქრისტეს მიაწეროს, რადგან ქრისტე არა მარტო მოკვდა ჩვენთვის, არამედ სიკვდილის შემდეგაც მზად არის ჩვენთვის იტანჯოს.
მოციქული ცდილობს დაამტკიცოს, რომ ქრისტე ახლაც, საკუთარი სხეულით, საფრთხეში იგდებს თავს ეკლესიისთვის. ამისკენ არის მიმართული მისი სიტყვა, რომ თქვენ ჩვენ კი არ მოგყავართ, არამედ მას, თუმცა ამას ჩვენ ვაკეთებთ. ჩვენ საკუთარი საქმე კი არ შევასრულეთ, არამედ მისი. ეს ჰგავს იმას, როდესაც რაზმი ბრძოლაში მთავარსარდლის მეთაურობით იბრძვის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, მეორე ხარისხის მეთაური იწყებს მის წინააღმდეგ მიმართული დარტყმების მიღებას ბრძოლის დასრულებამდე.
პავლე მოციქული ამას ჭეშმარიტად ქრისტესთვის აკეთებდა. თავადვე ამბობს: “მისი სხეულისთვის”, რითაც სურს თქვას, რომ მე თქვენ კი არ გსიამოვნებთ, არამედ ქრისტეს, რადგან მისთვის ვიტან იმას, რაც მას უნდა ეტვირთა. შეხედე, რამდენს ამბობს იგი და ამჟღავნებს ძლიერ სიყვარულს.
როგორც მეორე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერდა: “რომელმანცა მომმადლა ჩუენ მსახურებაჲ იგი შესარიგებელად” (2 კორ. 5:18), და კიდევ: “ქრისტეს წილ ელჩობამი, ვითხოვთ ქრისტეს წილ: შეურიგდით ღმერთსა” (2 კორ. 5:20), ასევე აქაც, რათა უფრო მეტად მიიზიდოს ისინი, ამბობს იმავეს: “მისთვის ვიტანჯები”, ე.ი. თუმცა ის, ვინც თქვენ გმართებთ, წავიდა, მაგრამ მე ვიხდი მის ვალს. აი, “ნაკლულევანებასაც” ამბობს იმ მიზნით, რომ აჩვენოს, მისი აზრით, ქრისტეს ჯერ კიდევ არ განუცდია ყველაფერი. თქვენთვის, ამბობს, ის სიკვდილის შემდეგაც იტანჯება, თუ საჭიროება მოითხოვს.
იმავეს სხვაგვარად წარმოადგენს რომაელთა მიმართ ეპისტოლეში და ამბობს: “რომელი... მეოხ არს ჩუენთვის” (რომ. 8:32, 34), რითაც გვიჩვენებს, რომ ის მხოლოდ სიკვდილით არ დაკმაყოფილდა, არამედ ამის შემდეგაც უსაზღვროდ ბევრს აკეთებს ჩვენთვის. ამრიგად, ამას საკუთარი თავის ამაღლებისთვის კი არ ამბობს, არამედ სურს აჩვენოს, რომ ქრისტე დღემდე ზრუნავს მათზე, ხოლო თავისი სიტყვების დასადასტურებლად ამატებს: “მისი სხეულისთვის”. ის, რომ ეს ნამდვილად ასეა და აქ არანაირი შეუსაბამობა არ არის, იქიდან ჩანს, რომ ეს კეთდება “მისი სხეულისთვის”. ხედავ, რა კავშირია ჩვენსა და მას შორის?
ეფრემ ასური4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე სევერიანე გაბალელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 11
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 1:24 კონტექსტში
1:22აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,
1:23მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
1:24ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
1:25ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -
1:26საიდუმლო, დაფარული უკუნისიდან და თაობათა დასაბამიდან, ხოლო აწ გაცხადებული მის წმიდათათვის,
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:24
- რომაელთა მიმართ 5:3და არა მარტო ამით, არამედ შეჭირვებითაც, რადგანაც ვიცით, რომ შეჭირვება შეიქმს მოთმინებას,
- ტიმოთეს მიმართ ბ 1:8მაშ, ნუ გრცხვენია ჩვენი უფლის მოწმობისა, და ნურც ჩემი, მისი ტყვისა, არამედ ჩემთან ერთად ევნე სახარებისათვის, ღვთის ძალით,
- კორინთელთა მიმართ ბ 1:5ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
- კორინთელთა მიმართ ბ 1:8ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
- ფილიპელთა მიმართ 3:10რათა შევიცნო ისიც, მისი აღდგომის ძალაც და თანაზიარობაც მისი ვნებებისა, ვემსგავსო მის სიკვდილს
- კორინთელთა მიმართ ბ 7:4დიდი იმედი მაქვს თქვენი, დიდად ვიქადი თქვენით; ნუგეშითა ვარ სავსე და, მთელი ჩვენი გაჭირვების მიუხედავად, სიხარულით ვარ აღვსილი.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:9ვისთვისაც ვევნები თვით ბორკილებამდე, როგორც ბოროტმოქმედი, მაგრამ ღვთის სიტყვას ვერ დაადებ ბორკილს.
- ტიმოთეს მიმართ ბ 2:10ამიტომ ყველაფერს ვითმენ რჩეულთათვის, რომ მათაც ჰპოვონ ხსნა ქრისტე იესოში საუკუნო დიდებით.
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



