
მოციქულთა საქმენი 1:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო,
მოციქულთა საქმენი 1:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 3 მაისი, 2027, ბრწყინვალე ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 1:21
8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ამიტომ საჭიროა’, ამბობს პეტრე, ‘რომ ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ყოველ ჟამს’. რატომ თათბირობს მოციქულებთან? იმისთვის, რომ ეს საქმე დავის საგნად არ ქცეულიყო, რომ მათ შორის უთანხმოება არ წარმოშობილიყო. თუ ეს მოციქულებსაც კი შეემთხვათ, ხომ უფრო ადვილად შეიძლებოდა სხვებთან მომხდარიყო. პეტრე ყოველთვის თავს არიდებდა ამას. ამიტომაც თქვა თავიდანვე: ‘მამანო ძმანო, საჭიროა ჩვენგან ამოირჩიონ’.”
მთელი განმარტება
“ამიტომ საჭიროა”, ამბობს პეტრე, “რომ ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ყოველ ჟამს”. რატომ თათბირობს მოციქულებთან? იმისთვის, რომ ეს საქმე დავის საგნად არ ქცეულიყო, რომ მათ შორის უთანხმოება არ წარმოშობილიყო. თუ ეს მოციქულებსაც კი შეემთხვათ, ხომ უფრო ადვილად შეიძლებოდა სხვებთან მომხდარიყო. პეტრე ყოველთვის თავს არიდებდა ამას. ამიტომაც თქვა თავიდანვე: “მამანო ძმანო, საჭიროა ჩვენგან ამოირჩიონ”.
სიმრავლეს გადასცემს ამ საქმეს განსჯისთვის. ამით რჩეულებსაც პატივს მიაგებს და თავიდან იცილებს სხვების მტრულ დამოკიდებულებას, ვინაიდან მსგავს საქმეებს ყოველთვის დიდი ბოროტება მოაქვს.
რომ ასე მოქცევა მართებულია, ამის დასამოწმებლად წინასწარმეტყველს მოუხმობს. თუ რომელი პიროვნებებიდან უნდა გაკეთდეს არჩევანი, ამას თავად განმარტავს და ამბობს: “ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ ყოველ ჟამს”.
თუ ეთქვა, რომ ეს უნდა ყოფილიყვნენ უნარიანი ადამიანები, ამით დანარჩენებს შეურაცხყოფდა. ახლა კი საქმე დროს მიანდო და თქვა არა უბრალოდ “იყვნენ”, არამედ: “ყოველ ჟამს, როცა ჩვენთან იმყოფებოდა და მოღვაწეობდა უფალი იესუ. Იოანეს ნათლისღებიდან იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, ჩვენთან ერთად იყო მისი აღდგომის მოწმე”. რისთვის არის ეს საჭირო? იმისთვის, რომ მოციქულთა დასი არ დარჩენილიყო არასრული.
ნუთუ თავად პეტრეს არ შეეძლო არჩევა? რა თქმა უნდა, შეეძლო. მაგრამ ამას არ აკეთებს, რათა მიკერძოებულად არ გამოჩნდეს. მეორე მხრივ, მას ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული სულიწმიდა. აი, როგორი მზრუნველია მოძღვარი! მან პირველმა დაადგინა მოძღვარი. არ თქვა, საკმარისია ჩვენცო. რამდენად შორს იყო იგი ყოველგვარი ამაოებისაგან და მხოლოდ ერთ მიზანს ესწრაფვოდა, თუმცა ყველასთან ერთნაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. თუმცა, ეს სრულიად ბუნებრივი იყო ამ ადამიანის სათნოების გამო, ასევე იმიტომ, რომ იმ დროს მთავრობა კი არ იყო პატივი, არამედ ზრუნვა დაქვემდებარებულებზე. აქედან გამომდინარეობდა, რომ არც ისინი ამაყობდნენ, ვინც აირჩიეს, რადგან საფრთხეებში იხმობდნენ მათ, და არც ისინი წუხდნენ, ვინც არ აირჩიეს, რადგან ეს მათთვის შეურაცხყოფად არ მიაჩნდათ. ახლა კი ასე აღარ არის, არამედ სრულიად პირიქითაა.
შეხედე, მათი რიცხვი ას ოცი იყო და ამ სიმრავლიდან ერთის არჩევას ითხოვს და ამას სამართლიანად აკეთებს. იგი პირველი განაგებს ამ საქმეს, ვინაიდან მას ყველაფერი მინდობილი აქვს. ქრისტემ ხომ უთხრა მას: “და შენცა ოდესმე მოიქეც, განამტკიცენ ძმანი შენნი” (ლუკ. 22:32).
“ის ჩვენს რიცხვს შეუერთდა”, ამბობს პეტრე, “ამიტომ საჭიროა სხვა დაინიშნოს, რათა იუდას ნაცვლად მოწმე გახდეს”. და შეხედე, როგორ ბაძავს იგი თავის მოძღვარს: ყველგან წმინდა წერილის საფუძველზე მსჯელობს და ქრისტეზე არაფერს ამბობს, თითქოს მას ეს ხშირად ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები. არც იმ ადგილებზე მიუთითებს საღვთო წერილიდან, სადაც იუდას ღალატია ნახსენები, მაგალითად: “ბაგენი ცოდვილისანი და ბაგენი ზაკვისანი აღმეხუნეს მე” (ფს. 108:2), არამედ მხოლოდ იმ ადგილს მოიხმობს, სადაც მისი სასჯელია ნახსენები, ვინაიდან ახლა მხოლოდ ამის შეცნობა იყო მათთვის სასარგებლო. აქ კვლავ განსაკუთრებით ჩანს უფლის კაცთმოყვარეობა.
“ამიტომ საჭიროა”, ამბობს პეტრე, “რომ ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ”. შეხედე, მას სურს, რომ ეს იყვნენ აშკარა მოწმეები. თუმცა სულიწმიდა უნდა მოსულიყო მათთან, ამ საქმეს მაინც უდიდესი ყურადღება დაეთმო. “ამიტომ საჭიროა, რომ ერთ-ერთი იმათგანი, რომლებიც ჩვენთან იყვნენ”, ამბობს პეტრე, “ყოველ ჟამს, როცა ჩვენთან იმყოფებოდა და მოღვაწეობდა უფალი იესუ”. ამით გვიჩვენებს, რომ ისინი მასთან ერთად ცხოვრობდნენ და არა უბრალოდ მასთან იმყოფებოდნენ, როგორც მისი მოწაფეები. მართლაც, თავიდანვე ბევრი მიჰყვებოდა მას. შეხედე, როგორ მიუთითებს ამაზე იოანე, როცა ამბობს: “ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან და მისდევდეს მას” (ინ. 1:40). “ყოველ ჟამს”, ამბობს პეტრე, “როცა ჩვენთან იმყოფებოდა და მოღვაწეობდა უფალი იესუ, იოანეს ნათლისღებიდან მოყოლებული”. მშვენიერია, ვინაიდან რაც მანამდე იყო, ამის შესახებ ვერავინ შეიტყო სწავლებით, არამედ შეიტყვეს სულიწმიდისგან.
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე ფილარეტი მოსკოველი (დროზდოვი)19 საუკუნე ვისარიონი (ნეჩაევი)19 საუკუნე
1 / 8
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 1:21 კონტექსტში
1:19ეს ცნობილი გახდა იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, ამ მიწას მათ საკუთარ ენაზე ეწოდება აკელდამა, ანუ სისხლის მიწა.
1:20ხოლო ფსალმუნთა წიგნში წერია: „დე, დარჩეს ოხრად მისი სახლ-კარი, არ იყოს მასში საცხოვრებელი“; და „სხვამ მიიღოს პატივი მისი“.
1:21ამიტომაც საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, რომელნიც მუდამ თან გვახლდნენ მთელი იმ ხნის განმავლობაში, როცა ჩვენ შორის დადიოდა უფალი იესო,
1:22იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული იმ დღემდე, როცა ამაღლდა ჩვენგან, - შემოგვიერთდეს და ჩვენთან ერთად იყოს მისი აღდგომის მოწმე.
1:23და დააყენეს ორნი: იოსები, ბარაბად წოდებული, რომელსაც იუსტუსი შეარქვეს, და მატთია.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 1:21
- იოანე 15:27და თქვენც მოწმენი იქნებით, ვინაიდან იმთავითვე ჩემთანა ხართ.
- მეორე სთვლისაება 31:2უთხრა მათ: ასოცი წლისა ვარ ახლა, აღარ შემიძლია გამოსვლა და შესვლა. უფალმა მითხრა: ვერ გადახვალ ამ იორდანეს.
- იოანე 10:1ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.
- იოანე 10:9მე ვარ კარი; ვინც ჩემით შევა, ცხონდება: შევა და გამოვა, და ჰპოვებს საძოვარს.
- ლუკას სახარება 10:1ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
- ლუკას სახარება 10:2უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
- მეფეთა ბ 5:2წინათაც, როცა საული მეფობდა ჩვენზე, შენ მიგყავდა და მოგყავდა ისრაელი, შენ გითხრა უფალმა: შენ უნდა მწყემსო ჩემი ერი ისრაელი, შენ უნდა იყო ისრაელის წინამძღოლი.
- რიცხვთა 27:17ვინც გამოვა მათ წინაშე და ვინც შევა მათ წინაშე, ვინც გამოიყვანს მათ და ვინც შეიყვანს მათ, რომ არ დაემსგავსოს უფლის საზოგადოება უმწყემსოდ დარჩენილ ფარას.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 1
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


