გადასვლა შინაარსზე
ჯვარცმის ხატი, დიონისი, 1500: ქრისტე ჯვარზე ღვთისმშობელსა და იოანეს შორის
ჯვარცმა, დიონისი, 1500. ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი. საჯარო დომენი.

იოანე 10:1, მნიშვნელობა: რას ამბობენ ეკლესიის მამები

10 interpreters აპლიკაციაში

იოანე 10:1

ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.

იოანე 10:1 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 25 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-35 კვირის ორშაბათი (ცისკრის სახარება).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: იოანე 10:1

10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე
  2. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “როგორ ამტკიცებს უფალი, რომ მაცდური კი არა, ჭეშმარიტი მწყემსია? იგი წარმოაჩენს ორივეს, როგორც მწყემსის, ისე მაცდურ-მავნებლის ნიშნებს, რათა ადამიანებს ჭეშმარიტების დანახვის საშუალება მისცეს.”

    მთელი განმარტება

    როგორ ამტკიცებს უფალი, რომ მაცდური კი არა, ჭეშმარიტი მწყემსია? იგი წარმოაჩენს ორივეს, როგორც მწყემსის, ისე მაცდურ-მავნებლის ნიშნებს, რათა ადამიანებს ჭეშმარიტების დანახვის საშუალება მისცეს.

    უპირველეს ყოვლისა, მაცხოვარი ამხელს ცრუ წინამძღოლებს და ავაზაკებს, რომელთა სახელსაც წმინდა წერილიდან იღებს: “ამინ, ამინ გეტყვი თქვენ: ვინც კარით არ შედის ცხვრის ფარეხში. Სხვა მხრიდან ძვრება, ის ქურდია და ავაზაკი” (იოან. 10:1).

    რა არის ავაზაკის ნიშნები? პირველი, იგი ფარულად იპარება. მეორე, არ ემყარება საღვთო წერილს, ანუ “კარით” არ შედის. ამ სიტყვებით ქრისტე მიგვანიშნებს როგორც მასზე უწინ მყოფებზე, ისე მის შემდგომ მოვლინებულებზეც, ანტიქრისტეზე, ცრუქრისტეებზე, იუდაზე, თევდაზე და მათ მსგავსებზე.

    სამართლიანად უწოდა მაცხოვარმა საღვთო წერილს კარი, ვინაიდან იგი მიგვიძღვის ღმერთთან, გვიხსნის ღვთის შემეცნების გზას, შობს კრავებს, გვიცავს და არ აძლევს მგლებს შემოსვლის საშუალებას. მსგავსად რაიმე საიმედო კარიბჭისა, იგი წინ აღუდგება ერეტიკოსებს, უსაფრთხოებაში გვაყენებს და არ გვაძლევს შეცდომაში ჩავარდნის საშუალებას. თუ ჩვენ თვითონ არ გავაღებთ ამ კარს, მიუწვდომელნი ვიქნებით მტრებისთვის. ამ კარით ვიცნობთ ყველას, როგორც მწყემსებს, ისე ცრუ წინამძღოლებს.

    რას ნიშნავს “ფარეხში”? ეს არის ცხვრებთან, მათზე ზრუნვასთან მიახლება. ვინც საღვთო წერილს არ ეყრდნობა, არამედ სხვა გზით გადაძვრება, ანუ დადგენილი გზით კი არ მიდის, არამედ თავის გზას იკვლევს, ის ქურდია. ხედავთ, აქედანაც ცხადია, რომ იგი თანხმობაშია მამასთან, ვინაიდან საღვთო წერილს წარმოაჩენს. ამიტომ ეუბნებოდა იგი იუდეველებს: “გამოიკვლიეთ წერილები” (იოან. 5:39). მოსეს მოიხმობდა და მოწმედ სახავდა, ასევე ყველა წინასწარმეტყველს. ყველანი, ვინც წინასწარმეტყველებს ისმენდნენ, ჩემთან მოვიდოდნენ (იოან. 6:45). “მოსეს რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით” (იოან. 5:46). აქაც იგივეს ამბობს, ოღონდ იგავურად. სიტყვებით “სხვა მხრიდან ძვრება” მაცხოვარი მწიგნობრებსაც მიანიშნებს, ვინაიდან ისინი ადამიანურ მცნებებსა და გარდამოცემებს ასწავლიდნენ, ხოლო რჯულს არღვევდნენ, რის გამოც საყვედურობდა მათ: “არავინ თქვენგანი არ ასრულებს რჯულს” (იოან. 7:19).

    კარგად თქვა “გადაძვრება” და არა “შევა”, ვინაიდან ასე იქცევა ქურდი, რომელსაც სურს გალავნის გადალახვა და ყველაფერს საფრთხის ქვეშ აკეთებს. ხედავ, როგორ წარმოგვისახა ავაზაკი? მაშ, რა არის მწყემსის ნიშნები?

    მწყემსის ნიშნებს სხვა დროს განვიხილავთ.

  3. კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე
  4. ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. ევთიმე ზიგაბენოსი11 საუკუნე
  7. გლადკოვი ბ. ი.19 საუკუნე
  8. ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე
  9. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  10. ფილარეტი (გუმილევსკი)19 საუკუნე

1 / 10

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

იოანე 10:1 კონტექსტში

10:1ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც კარით არ შედის ფარეხში, არამედ სხვა გზით მიძვრება, ქურდია და ყაჩაღი.

10:2ხოლო ვინც კარით შედის, ცხვრების მწყემსია.

10:3მას მეკარეც უღებს და ცხვრებსაც ესმით მისი ხმა; სახელით უხმობს თავის ცხვრებს და გამოჰყავს ისინი.

პარალელური ადგილები: იოანე 10:1

განაგრძე კითხვა: იოანე 10

სრულად წაიკითხე: იოანე 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში