
მოციქულთა საქმენი 1:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
მოციქულთა საქმენი 1:8 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 მაისი, 2027, წმინდა აღდგომა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 1:8
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იუსტინე მოწამე2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘ამ ჟამსა აღადგენ სამეუფოსა ისრაელისასა?’, ჰკითხეს უფალს მოციქულებმა. უფალმა არც ამაზე გაუმხილა მათ ჭეშმარიტება. მანამდეც ეკითხებოდნენ ქვეყნის აღსასრულის შესახებ, მაგრამ მაშინ უფრო მკაცრად უპასუხა, რათა არ ეფიქრათ, რომ მათი ხსნა ახლოს იყო და განსაცდელში არ ჩაცვივნულიყვნენ. ახლა კი უფრო თვინიერად მოუბრუნდა.”
მთელი განმარტება
“ამ ჟამსა აღადგენ სამეუფოსა ისრაელისასა?”, ჰკითხეს უფალს მოციქულებმა. უფალმა არც ამაზე გაუმხილა მათ ჭეშმარიტება. მანამდეც ეკითხებოდნენ ქვეყნის აღსასრულის შესახებ, მაგრამ მაშინ უფრო მკაცრად უპასუხა, რათა არ ეფიქრათ, რომ მათი ხსნა ახლოს იყო და განსაცდელში არ ჩაცვივნულიყვნენ. ახლა კი უფრო თვინიერად მოუბრუნდა.
რათა მისი სიტყვები შეურაცხმყოფელი არ ყოფილიყო მათთვის და მხოლოდ თავის არიდებად არ მოეჩვენებინათ, ყურადღება მიაქციეთ, როგორ ჰპირდება მათ იმის ბოძებას, რაც გაახარებდა მათ: “მიიღოთ ძალი, გარდამოსლვასა სულისა წმიდისა თქუენ ზედა. Იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემეს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულისა ქუეყანისა”. შემდეგ, რომ კითხვები კვლავ არ დაეწყოთ, მაშინვე ამაღლდა ზეცად.
როგორც მაშინ შიშის ზარი დასცა სიტყვებით: “არ ვიცი”, ასევე აქაც ამაღლებით დაასრულა საუბარი. მოციქულებს ძლიერ სურდათ ამის ცოდნა და არ მოეშვებოდნენ, მაგრამ აუცილებელი იყო, რომ არ გაეგოთ.
მითხარით, წარმართებს უფრო რისი არ სჯერათ, ქვეყნის აღსასრულის თუ იმის, რომ ღმერთი კაცად იქცა, ქალწულის საშოდან იშვა და ხორციელად გამოეცხადა ადამიანებს? რა თქმა უნდა, უკანასკნელის. მე კი მრცხვენია ამაზე გამუდმებით ლაპარაკი, თითქოს რაიმე უმნიშვნელო საკითხზე ვსაუბრობდე.
მათ რომ არ ეთქვათ: რატომ აფასებ ამ საქმეს ასე მაღლა? უფალი პასუხობს: “მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა”. მაგრამ მამის ხელმწიფება და მისი ხელმწიფება ხომ ერთია? როგორც ამას ვხედავთ იქიდან, რასაც თავად ამბობს: “ვითარცა მამა აღადგინებს მკუდართა და აცხოველებს, ეგრეცა ძე, რომელნიცა ჰნებავს, აცხოველებს” (იოან. 5:21). თუ იქ, სადაც მოქმედებაა საჭირო, იგი ისეთივე ძალით მოქმედებს, როგორც მამა, განა იქ, სადაც ცოდნაა საჭირო, იმავე ძალით არ იცის? მკვდრების აღდგენა, ცხადია, გაცილებით დიდი საქმეა, ვიდრე იმ დღის ცოდნა. თუ იგი უფრო მნიშვნელოვან საქმეს აღასრულებს ძალით, განა მით უფრო არ აღასრულებს სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანს?
მაგრამ, რომ ეს თქვენთვის გასაგები გახდეს, მაგალითით აგიხსნით: როდესაც ვხედავთ. Ბავშვი ტირის და გამუდმებით გვთხოვს რაიმე მისთვის უსარგებლო ნივთს, ამ ნივთს შორს ვმალავთ, ცარიელ ხელებს ვაჩვენებთ და ვეუბნებით: ხომ ხედავ, ჩვენ არ გვაქვს. ასევე მოიქცა ქრისტეც მოციქულებთან. მაგრამ ის ბავშვი, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ არ ვაჩვენებთ სათხოვარს, აგრძელებს ტირილს, რადგან იცის, რომ მოატყუეს. მაშინ ჩვენ ვტოვებთ მას და მივდივართ და ვეუბნებით: მე ამა და ამას ვჭირდები, სანაცვლოდ კი სხვა რამეს ვაძლევთ. Მის მიერ არჩეული ნივთიდან გადავიტანოთ ყურადღება, თანაც ამ ჩვენს ნივთს უფრო მეტად ვუქებთ, ვაძლევთ და მივდივართ. ასე მოიქცა ქრისტეც.
მოწაფეები ეკითხებოდნენ, მან კი თქვა, რომ არ ჰქონდა და თავიდან შეაშინა კიდეც ისინი. როდესაც კვლავ დაიწყეს კითხვა, კვლავ თქვა, რომ არ ჰქონდა, მაგრამ ახლა აღარ აშინებს მათ, არამედ, იმის ჩვენებით, რაც გააკეთა, კეთილგონივრულ მიზეზსაც ამბობს: “მამამან დასხნა თჳსითა ჴელმწიფებითა”.
რა? ის არ იცი, რაც მამას ეკუთვნის? მას ხომ იცნობ, იმას კი, რაც მას ეკუთვნის, არ იცი? შენ თვითონ თქვი: “არავინ იცის მამაჲ, გარნა ძემან” (მათ. 11:27). თანაც, ნათქვამია: “სული ყოველსა გამოეძიებ, და სიღრმესაცა ღმრთისასა” (1 კორ. 2:10), შენ კი ესეც არ იცი? სულაც არა. მან ეს იმიტომ არ თქვა, რომ ჩვენ ასე გვეფიქრა. იგი თავს უცოდინარად აჩვენებს, რათა მოწაფეები შეუფერებელი კითხვისგან გადაიყვანოს.
კვლავ კითხვა იმიტომ შეეშინდათ, რომ არ გაეგონათ: “ნუუკუე თქუენცა უგულისხმონი ხართ?” (მარკ. 7:18), რადგან ახლა მას უფრო მეტად უფრთხოდნენ, ვიდრე ადრე.
“მიიღოთ ძალი, გარდამოსლვასა სულისა წმიდისა თქუენ ზედა”. როგორც იქ არ უპასუხა იმაზე, რასაც ეკითხებოდნენ, რადგან მოძღვრის საქმეა ასწავლოს არა ის, რისი ცოდნაც მოსწავლეს სურს. Ის, რაც მისთვის სასარგებლოა, ასევე ახლაც წინასწარმეტყველებს იმას, რაც მათ უნდა სცოდნოდათ, რომ არ შეშინებოდათ. ისინი ჯერ კიდევ უძლურნი იყვნენ და, რომ მათთვის გამბედაობა ჩაენერგა, გაამხნევა მათი სულები და გაჭირვება დაფარა. რადგან მალე უნდა დაეტოვებინა ისინი, მათთან საუბრისას პირდაპირ არაფერს ამბობს დამწუხრებელს, არამედ როგორ? დამწუხრებელ სიტყვებს ქებას უმატებს, თითქოს ამბობს: ნუ გეშინიათ, რადგან “მიიღოთ ძალი, გარდამოსლვასა სულისა წმიდისა თქუენ ზედა, და იყვნეთ ჩემდა მოწამე იერუსალემეს და ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა და ვიდრე დასასრულისა ქუეყანისა”.
მანამდე თქვა: “ნუ მიხუალთ გზასა წარმართთასა, და ქალაქსა სამარიტელთასა ნუ შეხუალთ” (მათ. 10:5), ახლა კი სურს, რომ მათ იქადაგონ “ყოველსა ჰურიასტანსა და სამარიასა”. ამიტომ, რაც მაშინ არ თქვა, ახლა დაუმატა და თქვა: “და ვიდრე დასასრულისა ქუეყანისა”.
ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე არატორი6 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 1:8 კონტექსტში
1:6შეკრებილნი კი ეკითხებოდნენ: უფალო, ნუთუ ამ ხანებში აღუდგენ სამეფოს ისრაელს?
1:7და უთხრა მათ: თქვენი საქმე არ არის დროთა და ვადათა ცოდნა, თავისი ხელმწიფებით რომ დაადგინა მამამ.
1:8არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
1:9ეს რომ თქვა, მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა აიტაცა მათ თვალთაგან.
1:10და ვიდრე ისინი ცას შეჰყურებდნენ, მისი ამაღლებისას, აჰა, წარუდგა მათ ორი კაცი თეთრი სამოსით,
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 1:8
- მათეს სახარება 28:19მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
- მარკოზის სახარება 16:15და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
- რომაელთა მიმართ 15:19სასწაულებისა და ნიშების ძალით, ღვთის სულის ძალმოსილებით; ასე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან მოყოლებული ილირიკამდე გავავრცელე სახარება ქრისტესი.
- მოციქულთა საქმენი 5:32ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.
- მოციქულთა საქმენი 4:33მოციქულები დიადი ძალით მოწმობდნენ უფალ იესო ქრისტეს აღდგომას, და იყო დიდი მადლი ყველა მათგანზე.
- მოციქულთა საქმენი 6:8ხოლო სტეფანე, რწმენითა და მადლით აღვსილი, დიად ნიშებს და სასწაულებს ახდენდა ხალხში.
- ლუკას სახარება 24:46და უთხრა მათ: ასე დაიწერა და ასე უნდა ვნებულიყო ქრისტე, მესამე დღეს კი აღმდგარიყო მკვდრეთით,
- ლუკას სახარება 24:49და აჰა, მე მოგივლენთ მამის ჩემის აღთქმას, ხოლო თქვენ დარჩით ქალაქში, ვიდრე არ შეიმოსავთ ძალას მაღლით.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 1
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


