
მათეს სახარება 28:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
მათეს სახარება 28:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-34 კვირიაკე (ცისკრის პირველი სახარება).
მათეს სახარება 28:19 კონტექსტში
28:17იხილეს იგი და თაყვანი სცეს; ხოლო ზოგიერთი შეეჭვდა.
28:18მიუახლოვდა იესო და უთხრა მათ: მომეცა მე მთელი ხელმწიფება ცაზედაც და მიწაზედაც.
28:19მაშ, წადით, დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და ნათელი ეცით მათ მამის და ძის და სული წმიდის სახელით;
28:20ასწავლეთ მათ დაიცვან ყველაფერი, რაც გამცნეთ; და, აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე. ამინ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 28:19
- მარკოზის სახარება 16:15და უთხრა მათ: წადით, მოიარეთ მთელი ქვეყანა და უქადაგეთ სახარება ყველა ქმნილებას.
- მარკოზის სახარება 16:16ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არა და, განიკითხება.
- მოციქულთა საქმენი 2:38ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და ყოველმა თქვენგანმა ნათელ იღოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად, და მიიღებთ სული წმიდის ნიჭს.
- მოციქულთა საქმენი 2:39ვინაიდან თქვენია აღთქმა, თქვენი შვილებისა და ყველა შორეულისა, ვისაც კი უხმობს უფალი ღმერთი ჩვენი.
- მოციქულთა საქმენი 1:8არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
- ლუკას სახარება 24:47და ქადაგებულიყო მისი სახელით სინანული ცოდვათა მისატევებლად ყველა ხალხში, იერუსალიმიდან მოყოლებული.
- ლუკას სახარება 24:48ხოლო თქვენა ხართ ყოველივე ამის მოწმენი.
- მოციქულთა საქმენი 19:3უთხრა მათ პავლემ: მაშ, რით მოინათლეთ? უპასუხეს: იოანეს ნათლისცემითო.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 28
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 28 · გახსენი ბიბლიის მკითხველში