
მოციქულთა საქმენი 10:15: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
მოციქულთა საქმენი 10:15 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 მაისი, 2027, აღდგომის მე-4 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 10:15
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
ირენე ლიონელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ეს სიტყვები, ერთი შეხედვით, ნიკოდემოსს მიემართება, მაგრამ ჭეშმარიტება ის არის, რომ მთელი ებრაელი ერის სულიერ მდგომარეობას ასახავს. თუკი მოძღვარი ასეთ შეგონებას საჭიროებს, მაშინ რა უნდა ითქვას იმათზე, ვინც მოძღვრის სიტყვას ისმენს?”
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 10:15 კონტექსტში
10:13და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.
10:14ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
10:15კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
10:16ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.
10:17ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემ მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 10:15
- კორინთელთა მიმართ ა 10:25ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.
- მათეს სახარება 15:11პირით შემავალი კი არ შებილწავს კაცს, არამედ პირიდან გამომავალია ის, რაც ბილწავს კაცს.
- ტიტეს მიმართ 1:15რადგანაც წმიდათათვის ყველაფერი წმიდაა, ბილწთა და ურწმუნოთათვის კი არაფერი არ არის წმიდა, არამედ შებილწულია მათი გონებაც და სინიდისიც.
- მარკოზის სახარება 7:19ვინაიდან მის გულში კი არ შედის, არამედ მუცელში, და გარეთ გამოდის, რითაც წმიდა იყოფა ყოველი საზრდო.
- რომაელთა მიმართ 14:14ვიცი და მწამს უფალ იესოს მიერ, რომ თავისთავად არაფერია უწმინდური, არამედ უწმინდურია მხოლოდ მისთვის, ვინც უწმინდურად მიიჩნევს მას.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:3რომელნიც კრძალავენ ქორწინებას და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ.
- ტიმოთეს მიმართ ა 4:5ვინაიდან ღვთის სიტყვით და ლოცვით განიწმიდება.
- მოციქულთა საქმენი 10:28და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 10
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


