
მოციქულთა საქმენი 17:28: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
მოციქულთა საქმენი 17:28 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 8 ივნისი, 2027, სამშაბათი: აღდგომის 6 კვირა (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 17:28
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
კლიმენტი ალექსანდრიელი2 საუკუნე იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘როგორც თქვენმა ზოგიერთმა პოეტმა თქვა: ‘ჩვენ მისი მოდგმა ვართ’. ეს არატოსმა თქვა... ‘შორს არ არის თითოეული ჩვენგანისაგან’, ამბობს იგი (საქ. 17:27). აჰა, რამდენად ახლოა იგი ყველასთან, მთელს სამყაროში მყოფთადმი. ნუთუ შეიძლება ამაზე მეტი სიახლოვე? შეხედე, როგორ ამხელს კერპებს. რას ვამბობ, ‘შორს არ არის-მეთქი’? იმდენად ახლოა, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. ‘ვინაიდან მისით ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ’. როგორც ჰაერია ყველგან და არ არის შორს არც ერთი ჩვენგანისგან, არამედ ჩვენშივეა, ასევეა ყოვლის შემოქმედიც.”
მთელი განმარტება
“როგორც თქვენმა ზოგიერთმა პოეტმა თქვა: “ჩვენ მისი მოდგმა ვართ”. ეს არატოსმა თქვა... “შორს არ არის თითოეული ჩვენგანისაგან”, ამბობს იგი (საქ. 17:27). აჰა, რამდენად ახლოა იგი ყველასთან, მთელს სამყაროში მყოფთადმი. ნუთუ შეიძლება ამაზე მეტი სიახლოვე? შეხედე, როგორ ამხელს კერპებს. რას ვამბობ, “შორს არ არის-მეთქი”? იმდენად ახლოა, რომ მის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია. “ვინაიდან მისით ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ”. როგორც ჰაერია ყველგან და არ არის შორს არც ერთი ჩვენგანისგან, არამედ ჩვენშივეა, ასევეა ყოვლის შემოქმედიც.
პავლე მოციქული მას მიაწერს ყველაფერს: განგებას, შენახვას, არსებობას, მოქმედებასა და ყოველივეს განგრძობას. მან არ თქვა: “მის მიერ”, არამედ, “მისით”, რაც უფრო დიდ სიახლოვეს ნიშნავს. არაფერი მსგავსი არ უთქვამს იმ პოეტს, რომელმაც თქვა: “ჩვენ მისი მოდგმა ვართ”. მან ეს ზევსზე თქვა, პავლე კი შემოქმედზე მიუთითებს, ოღონდ არა იმავე არსებით, რასაც ის გულისხმობდა, ნუ იყოფინ! არამედ მას მიუსადაგებს იმას, რაც სხვისთვის ითქვა. მსხვერპლშეწირვის საკურთხეველიც მას მიაწერა და არა იმას, ვისაც ისინი თაყვანს სცემდნენ. რაღაც ითქმოდა და კეთდებოდა მისთვის, მაგრამ წარმართებმა არ იცოდნენ, რომ ეს მას ეხებოდა და სხვას მიაწერდნენ.
მითხარი, ვისზე შეიძლებოდა ეთქვათ: “უცნობ ღმერთზე”, შემოქმედზე თუ დემონზე? ცხადია, შემოქმედზე, თუმცა მათ იგი არ იცოდნენ, დემონი კი იცოდნენ. როგორც სიტყვები, რომ ღმერთმა შექმნა ყოველივე, საკუთრივ ღმერთს უნდა მივაწეროთ და არა ზევსს, რაღაც მანკიერ, ბოროტ და ჯადოქარ ადამიანს. Სიტყვები: “ჩვენ მისი მოდგმა ვართ”, პავლემ სხვანაირად თქვა და არა ისე, როგორც პოეტმა.”
ამბროსი მედიოლანელი4 საუკუნე ბედა პატივცემული7 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ნიკოლოზ კავასილა14 საუკუნე სვიმეონ თესალონიკელი15 საუკუნე ტიხონ ზადონელი18 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე ლოპუხინი ა. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 17:28 კონტექსტში
17:26ერთი სისხლისაგან შექმნა მან კაცთა მთელი მოდგმა, რათა დამკვიდრებულიყვნენ მთელი დედამიწის ზურგზე, და დააწესა მათი დამკვიდრების ჟამნი და ზღვარნი.
17:27რათა ეძიათ ღმერთი, იქნებ როგორმე შევიგრძნოთ ან მივაკვლიოთო, თუმცა შორს როდია თითოეული ჩვენგანისაგან.
17:28ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
17:29ამრიგად, რაკი ღვთის მოდგმა ვართ, ნუ ვიფიქრებთ, თითქოს ღმერთი ოქრო-ვერცხლს ჰგავდეს, ან კიდევ კაცის ხელოვნებით თუ შთაგონებით ნაქანდაკარ ქვას.
17:30ასე რომ, ღმერთმა უგულებელყო უმეცრების დრონი და ახლა ყველგან უბრძანებს ყველა კაცს, რომ მოინანიონ.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 17:28
- იობი 12:10ვის ხელშიც არის ყოველი სულდგმულის სამშვინველი და მთელი კაცთა მოდგმის სული?
- კოლასელთა მიმართ 1:17ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.
- ებრაელთა მიმართ 1:3რომელიც არის ბრწყინვალება დიდებისა და მისი არსების აღნაბეჭდი, თავისი ძალმოსილების სიტყვით ყოვლის მტვირთველი და, ცოდვებისგან ჩვენი განწმედის შემდეგ, ზესკნელს სიდიადის მარჯვნივ მჯდომელი,
- ფსალმუნები 36:9რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
- ლუკას სახარება 20:38ღმერთი მკვდრებისა კი არ არის, არამედ ცოცხლებისა, რადგანაც ყველა ცოცხალია მისთვის.
- იოანე 5:26ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
- იოანე 11:25უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
- ფსალმუნები 66:9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 17
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



