
ფსალმუნი 66:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
ფსალმუნი 66:9 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 66:9 კონტექსტში
66:7გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
66:8ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
66:9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
66:10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 66:9
- ფსალმუნები 121:3არ წააბორძიკებს შენს ფეხს; არ წათვლემს დამცველი შენი.
- ფსალმუნები 94:18თუ ვთქვი: მომიცურდა ფეხი, შენი წყალობა, უფალო, გამამაგრებს.
- ფსალმუნები 112:6რადგან უკუნისამდე არ წაბორძიკდება; საუკუნოდ გასახსენებლად იქნება მართალი.
- ფსალმუნები 37:23უფლის მიერ წარიმართება ნაბიჯები კაცისა და მის გზას შეიყვარებს.
- ფსალმუნები 37:24კიდეც რომ წაბორძიკდეს, არ დაეცემა, რადგან ღმერთია დასაყრდენი მისი ხელისა.
- მეფეთა ა 2:9თავის წმიდათა ნაბიჯებს იცავს, უკეთურები ბნელში ინთქმებიან, რადგან საკუთარი ძალით ვერ მაგრობს კაცი.
- მოციქულთა საქმენი 17:28ვინაიდან მასში ვცოცხლობთ, ვიძვრით და ვარსებობთ; როგორც ამბობდა ზოგიერთი თქვენი პოეტი: მისი მოდგმა ვართ.
- მეფეთა ა 25:29როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყველაფერ სიკეთეს, რასაც დაჰპირდა, და ისრაელს მეფედ დაგადგენს,
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 66
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 66 · გახსენი ბიბლიის მკითხველში