
მოციქულთა საქმენი 17:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.
მოციქულთა საქმენი 17:7 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 7 ივნისი, 2027, აღდგომის მე-6 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 17:7
6 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ცილისწამება! კვლავ სახელმწიფო დანაშაულში სდებენ ბრალს. არაფერი უთქვამთ კანონების საწინააღმდეგო და არც ქალაქები აუღელვებიათ, ამიტომ სხვა, სახელმწიფოებრივ დანაშაულში სდებენ ბრალს. მაგრამ რისი გეშინიათ, თუ ქრისტე მოკვდა? ნუთუ სიკვდილს ძალუძს ჭეშმარიტების დაფარვა?”
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ალექსანდრე გორსკი19 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 6
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 6 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 17:7 კონტექსტში
17:5მაგრამ შეშურდათ იუდეველებს, მოედნიდან მოიყვანეს ვიღაც უკეთური კაცები, შეყარეს ბრბო და აბორგებდნენ ქალაქს; იასონის სახლს მიადგნენ და მოითხოვეს ხალხის წინაშე გამოეყვანათ ისინი.
17:6რაკიღა მათ ვერ მიაგნეს, იასონი და ზოგიერთი ძმა ქალაქის მთავრებთან მიათრიეს და თან ყვიროდნენ: ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან;
17:7იასონმა კი შეიფარა ისინი, თუმცა ყველანი ეურჩებიან კეისრის განკარგულებებს და სხვას ამბობენ მეფედ, იესოს.
17:8აღაშფოთეს ამის გამგონე ხალხი და ქალაქის მთავარნი.
17:9მაგრამ მათ ჩვენება ჩამოართვეს იასონსა და სხვა ძმებსაც და გაუშვეს ისინი.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 17:7
- ლუკას სახარება 23:2დაიწყეს მისი ბრალდება და თქვეს: ჩვენ ვნახეთ, რომ ეს აქეზებს ხალხს და უკრძალავს კეისრისთვის ხარკის მიცემას, ხოლო თავის თავს უწოდებს ქრისტეს, მეუფეს.
- მოციქულთა საქმენი 16:21გვინერგავენ ზნე-ჩვეულებებს, რომელთა არც მიღება და არც აღსრულება არ შეგვშვენის ჩვენ, რომაელებს.
- იოანე 19:12ამის შემდეგ ცდილობდა პილატე გაეშვა იგი. მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: თუ მას გაუშვებ, კეისრის მეგობარი არა ხარ, რადგან ვისაც მეფედ მოაქვს თავი, კეისარს ეურჩება.
- დანიელი 6:13მაშინ მიუგეს მათ და უთხრეს მეფეს: მეფეო, დანიელი, იუდავლი ტყვე, არც შენ გაქცევს ყურადღებას და არც შენ მიერ დაწერილ ბრძანებას; დღეში სამჯერ ლოცულობს თავისი ლოცვებით.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:15ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.
- ეზრა 4:12იცოდეს მეფემ, რომ იუდაელნი, რომელნიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან არიან მოსულნი იერუსალიმში; მოჯანყე და საძაგელ ქალაქს აშენებენ, კედლები აჰყავთ და ბურჯებს ამაგრებენ.
- ეზრა 4:15რომ მოჩხრიკონ შენი მამა-პაპის მატიანე და ნახავ მატიანეში და გაიგებ, რომ ეს ქალაქი მოჯანყე და საძაგელი ქალაქია მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ძველთაგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, რისთვისაც განადგურებული იქნება ეს ქალაქი.
- მოციქულთა საქმენი 25:8ხოლო მან თავის გასამართლებლად თქვა: არც იუდეველთა რჯულის, არც ტაძრისა და არც კეისრის წინაშე არ შემიცოდავს.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 17
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 17 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


