
მოციქულთა საქმენი 23:14: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
მოციქულთა საქმენი 23:14 · საქართველოს საპატრიარქო
რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 23:14
5 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ისინი ბოროტების თანამზრახველად მთავრებსაც იხდიან. მაშ, რაოდენ დიდია ბოროტება მათი! განა ის კმარათ, რომ ერთმანეთი აცდუნონ? არამედ მსაჯულნიც თან წარიტაცებენ ცოდვის უფსკრულში.”
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
1 / 5
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 5 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
მოციქულთა საქმენი 23:14 კონტექსტში
23:12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
23:13ხოლო შეთქმულნი ორმოცზე მეტნი იყვნენ.
23:14მღვდელმთავრებსა და უხუცესებთან მივიდნენ და უთხრეს: ფიცით დავიფიცეთ, რომ ლუკმას არ ჩავიდებთ პირში, ვიდრე არ მოვკლავთ პავლეს.
23:15მაშ, ახლა სინედრიონთან ერთად შეუთვალეთ ათასისთავს, რომ მოგგვაროთ იგი, ვითომ გსურთ უფრო დაწვრილებით გამოიძიოთ იმისი საქმე, ჩვენ კი, ვიდრე თქვენამდე მოვა, მზადა ვართ მის მოსაკლავად.
23:16შეიტყო ეს ვერაგობა პავლეს დისწულმა, წავიდა, ციხეში შეაღწია და აუწყა პავლეს.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 23:14
- მოციქულთა საქმენი 23:12როცა გათენდა, იუდეველები შეითქვნენ და ფიცი დადეს, არც ეჭამათ და არც ესვათ, ვიდრე არ მოკლავდნენ პავლეს.
- იერემია 8:12განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, არც კი წითლდებიან. ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
- ოსეა 4:9მღვდელი და ერი ერთი შეიქნა; მსჯავრს დავდებ მათ მათი გზების გამო და მივაგებ მათ მათი საქმეების გამო.
- ესაია 3:9მათივე გამომეტყველება ამხილებს მათ და სოდომელებივით აცხადებენ თავიანთ ცოდვას, არ მალავენ, ვაი მათ სულს! ბოროტება მიაგეს საკუთარ თავს!
- მიქა 7:3გაწაფულია მათი ხელები ბოროტის ქმნაში; მთავარი და მსაჯული გასამრჯელოს მოითხოვენ; დიდებული სიხარბეს იჩენს და სამართალს ამრუდებს.
- ფსალმუნები 52:1გუნდის ლოტბარს, მოძღვრება დავითისა. როცა მივიდა დოეგ ედომელი და გააგებინა საულს და უთხრა, რომ მივიდა დავითი ახიმელექის სახლში. რას ტრაბახობ ბოროტებით, ძლიერო? ღმერთის წყალობა საყოველდღეოა.
- ფსალმუნები 52:2ბოროტებას იზრახავს შენი ენა; როგორც გალესილი სამართებელი, მქმნელია სიყალბისა.
- იერემია 6:15განა თუ რცხვენიათ, სიბილწეს რომ სჩადიან? არა! სულაც არ რცხვენიათ, ამიტომაც დაეცემიან დაცემულთა შორის, წაიფორხილებენ, როცა დავსჯი მათ, ამბობს უფალი.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 23
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


