გადასვლა შინაარსზე
მახარებელი ლუკას დეესისის ხატი, ხილანდარის მონასტერი, მე-14 საუკუნე
მახარებელი ლუკა, დეესისის ხატი, მე-14 საუკუნე, ხილანდარის მონასტერი, ათონის მთა. ფოტო: Orjen, CC BY-SA 3.0.

მოციქულთა საქმენი 3:9: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

4 interpreters აპლიკაციაში

მოციქულთა საქმენი 3:9

მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.

მოციქულთა საქმენი 3:9 · საქართველოს საპატრიარქო

რას ამბობენ ეკლესიის მამები: მოციქულთა საქმენი 3:9

4 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ყველასთვის როდი იყო ცნობილი, ვინ იყო იგი. ამიტომაც ცდილობდნენ გაეგოთ. ‘და იხილა ყოველმან ერმან, რაჲთა ვიდოდა და აქებდა ღმერთსა. და ცნობეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი-იგი კართა თანა შუენიერთა ტაძრისათა მკუიდრ იყო მოწყალედ’ (საქ. 3:9-10).”

    მთელი განმარტება

    ყველასთვის როდი იყო ცნობილი, ვინ იყო იგი. ამიტომაც ცდილობდნენ გაეგოთ. “და იხილა ყოველმან ერმან, რაჲთა ვიდოდა და აქებდა ღმერთსა. და ცნობეს იგი, რამეთუ იგი იყო, რომელი-იგი კართა თანა შუენიერთა ტაძრისათა მკუიდრ იყო მოწყალედ” (საქ. 3:9-10).

    კარგად არის ნათქვამი: ცნობეს იგი. რადგან იმის შემდეგ, რაც მას შეემთხვა, შეიძლებოდა ვერც ეცნოთ. ამ გამოთქმას ჩვეულებრივ ვიყენებთ იმათ მიმართ, ვისაც ძლივს ვცნობთ ხოლმე.

    მაშ, უნდა გვწამდეს, რომ ქრისტეს სახელი ცოდვებსაც ათავისუფლებს, თუკი ამგვარ საქმეებსაც აღასრულებს. ნუთუ არ უნდა ვირწმუნოთ, რომ სახელი უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესი მკურნალია სულთა და ხორცთა?

  2. ბოგოლეპოვი დ. პ.19 საუკუნე
  3. მიხეილი (ლუზინი)19 საუკუნე
  4. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე

1 / 4

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 4 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

მოციქულთა საქმენი 3:9 კონტექსტში

3:7მარჯვენაში ჩასჭიდა ხელი და წამოაყენა; დავრდომილს უცებ გაუმაგრდა ფეხები და სახსრები.

3:8წამოხტა, დადგა და გაიარ-გამოიარა; მათთან ერთად შევიდა ტაძარში, მიდიოდა, მიხტოდა და აქებდა ღმერთს.

3:9მთელი ხალხი უყურებდა თავისი ფეხით მოარულს და ღვთის მაქებარს.

3:10იცნეს, ვინც იყო: ტაძრის „მშვენიერ ბჭესთან“ რომ იჯდა მოწყალების სათხოვად; ამიტომაც შიშითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.

3:11რაკი პეტრეს და იოანეს არ შორდებოდა, მთელი ხალხი განცვიფრებული მისცვივდა მათ „სოლომონის ბჭესთან“.

პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 3:9

განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 3

სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში