
მოციქულთა საქმენი 9:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხოლო ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
მოციქულთა საქმენი 9:31 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 22 მაისი, 2027, აღდგომის მე-3 კვირის შაბათი (სამოციქულო).
მოციქულთა საქმენი 9:31 კონტექსტში
9:29ელაპარაკებოდა და ეპაექრებოდა ელინისტებსაც, ისინი კი ცდილობდნენ მოეკლათ იგი.
9:30ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.
9:31ხოლო ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
9:32მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.
9:33და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 9:31
- ფსალმუნები 111:10სიბრძნის დასაბამია შიში უფლისა; აზრკეთილია ყველა, ვინც მათ ასრულებს. მისი დიდება მარადიულია.
- იოანე 14:16ვთხოვ მამას და მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა იყოს თქვენთან უკუნისამდე, -
- იოანე 14:18არ დაგტოვებთ ობლად; მოვალ თქვენთან.
- ესაია 33:6ის იქნება შენი დროების სიმტკიცე, სახსართა სიუხვე, სიბრძნე და ცოდნა; უფლის შიშია მისი საუნჯე.
- იგავესნი 23:17შენს გულს ცოდვილებისა ნუ შეშურდება, არამედ ყოველდღე უფლის შიშში იყოს.
- იგავესნი 14:26უფლის შიში მტკიცე იმედია, მისი შვილები თავშესაფარს ჰპოვებენ.
- იგავესნი 14:27უფლის შიში სიცოცხლის წყაროა, სიკვდილის ხაფანგისაგან გამომხსნელი.
- იგავესნი 1:7უფლის შიშის ცოდნის სათავეა. სიბრძნე და შეგონება ბრიყვებს არ უყვართ.
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 9
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში