
მოციქულთა საქმენი 9:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.
მოციქულთა საქმენი 9:32 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 23 მაისი, 2027, აღდგომის მე-4 კვირიაკე (სამოციქულო).
მოციქულთა საქმენი 9:32 კონტექსტში
9:30ეს რომ გაიგეს ძმებმა, კესარიაში წაიყვანეს და ტარსოსს წარგზავნეს.
9:31ხოლო ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, უფლის შიშით წარიმართებოდა და მრავლდებოდა სულით წმიდით ნუგეშცემული.
9:32მოხდა ისე, რომ სხვადასხვა ადგილის მოხილვისას მივიდა პეტრე წმიდებთანაც, რომლებიც ცხოვრობდნენ ლიდიაში.
9:33და ნახა იქ ერთი კაცი, სახელად ენეასი, რომელიც რვა წელიწადს დავრდომილი იწვა სარეცელზე.
9:34უთხრა მას პეტრემ: ენეას, იესო ქრისტე განგკურნავს შენ! ადექი, თვითონვე გაასწორე შენი საწოლი. და ისიც მაშინვე ადგა.
პარალელური ადგილები: მოციქულთა საქმენი 9:32
- მოციქულთა საქმენი 9:13მიუგო ანანიამ: უფალო, ბევრისგან მსმენია ამ კაცზე, რამდენი ბოროტება უყო შენს წმიდებს იერუსალიმში.
- მოციქულთა საქმენი 8:25ხოლო მას შემდეგ, რაც იმოწმეს და იქადაგეს უფლის სიტყვა, იერუსალიმს გამობრუნდნენ და სამარიელთა მრავალ სოფელში ახარებდნენ.
- იგავესნი 2:8იცავს სამართლის გზებს და მადლიანთა სავალს იფარავს.
- მოციქულთა საქმენი 1:8არამედ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე, და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში, ქვეყნის კიდემდე.
- მოციქულთა საქმენი 9:41ხოლო მან ხელი გაუწოდა და წამოაყენა, წმიდებსა და ქვრივებს უხმო და ცოცხალი წარუდგინა იგი.
- მათეს სახარება 27:52განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.
- ფსალმუნები 16:3წმიდანებთან, რომლებიც დედამიწაზე არიან და ძლიერებთან, - მათთან არის ჩემი ყველა სურვილი.
- ეფესელთა მიმართ 1:1პავლე, ღვთის ნებით იესო ქრისტეს მოციქული, - ეფესოში მყოფ წმიდათ და მორწმუნეთ იესო ქრისტეში:
განაგრძე კითხვა: მოციქულთა საქმენი 9
სრულად წაიკითხე: მოციქულთა საქმენი 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში