
ამოსი 1:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
ამოსი 1:14 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 1:14 კონტექსტში
1:12ცეცხლს წავუკიდებ თემანს და ცეცხლი შთანთქავს ბოცრას დარბაზებს.
1:13ასე თქვა უფალმა: სამ დანაშაულს ვარტიებ ყამონელებს, მეოთხეს აღარ ვაპატიებ, რადგან ფატრავდნენ ორსულ ქალებს გალაადში, რომ გაეფართოებინათ თავიანთი საზღვრები.
1:14ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
1:15ტყვედ ჩავარდება მათი მეფე დიდებულებთან ერთად, ამბობს უფალი.
პარალელური ადგილები: ამოსი 1:14
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- იერემია 49:2ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.
- ამოსი 2:2ცეცხლს წავუკიდებ მოაბს და შთანთქავს კერიოთის დარბაზებს; მოკვდება მოაბი აურზაურში, საომარ ყიჟინაში და საყვირის ხმაზე.
- ესაია 30:30გამოსცემს უფალი თავის დიდეხულ ხმას და თავის შემართულ მკლავს გამოაჩენს მძვინვარე რისხვაში და შემჭმელი ცეცხლის ალში, მეხისტეხაში და თავსხმაში, ქვის სეტყვაში.
- მეფეთა ბ 12:26ამასობაში იოაბი ებრძოდა ყამონიანთა რაბას და აიღო სამეფო ქალაქი.
- ფსალმუნები 83:15ისე დაედევნე მათ შენი რისხვით და შენი ქარიშხლით შეაძრწუნე ისინი.
- ეზექიელი 25:5გადავაქცევ რაბათს აქლემების სადგომად და ყამონიანთა ქვეყანას - ცხვრის ფარეხად, და მიხვდებით, რომ უფალი ვარ.
- დანიელი 11:40ბოლო დროს მას სამხრეთის მეფე შეებმება და ქარტეხილივით დაატყდება ჩრდილოეთის მეფე ეტლებით, მხედრებითა და უამრავი ხომალდით. გაილაშქრებს ქვეყნებზე, წალეკავს და გადაივლის.
განაგრძე კითხვა: ამოსი 1
სრულად წაიკითხე: ამოსი 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში