
იერემია 49:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.
იერემია 49:2 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 49:2 კონტექსტში
49:1ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?
49:2ამიტომაც, აჰა, დადგება ჟამი, ამბობს უფალი, როცა ომის ყიჟინას გავაგონებ ყამონიანთა რახათს და უკაცრიელ ბორცვად გადაიქცევა; მისი დაბა-სოფლები ცეცხლში გადაიბუგება. ისრაელი დაიმკვიდრებს მათ სამკვიდრებელს, ამბობს უფალი.
49:3მოთქვამდე, ხეშბონო, რადგან გაძარცულია დაი. ჰკიოდეთ, რაბათელო ქალებო, ჩაიცვით ჯვალო, მოთქვამდეთ და ფარეხ-ფარეხ წანწალებდეთ! რადგან ტყვეობაში წავა მალქომი და მისი ქურუმები და მთავრები მასთან ერთად.
49:4რად იკვეხნი შენს ხეობებს? წაილეკა შენი ხეობები, განდგომილო ასულო, საგანძურების იმედი რომ გაქვს, ვინ მოვაო ჩემთან?
პარალელური ადგილები: იერემია 49:2
- იერემია 4:19ვაი, ჩემი შიგნეული, შიგნეული! მტივა გულის ფიცარი! მიკვნესის გული! ვერ დავდუმდები, რადგან ბუკის ხმა გესმის, სულო ჩემო, საბრძოლო ყიჟინა.
- მეორე სთვლისაება 3:11რადგან მხოლოდ ყოგი, ბაშანის მეფე, იყო დარჩენილი რეფაიმთა მოდგმიდან. აჰა, მისი საწოლი, რკინის საწოლი! აჰა, აქ არის ის ყამონიანთა რაბაში: მისი სიგრძე ათი წყრთაა, სიგანე - ოთხი წყრთა, მამაკაცის წყრთა.
- ეზექიელი 21:20დასახე გზა მახვილის მოსასვლელად რაბათში, ყამონიანთა ქალაქში, და იუდაში, გამაგრებულ იერუსალიმში;
- ეზექიელი 25:4ამიტომ, აჰა, აღმოსავლელებს მიგცემ სამკვიდროდ, დასცემენ ბანაკებს თქვენ შორის და მოაწყობენ საცხოვრებლებს თქვენ შორის; ისინი შეჭამენ თქვენს ნაყოფებს და ისინი შესვამენ თქვენს რძეს.
- ეზექიელი 25:6რადგან ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი ტაშს სცემდი და ფეხს აბაკუნებდი, რაკი მთელი მძულვარებით, გულის სიღრმეში, ხარობდი ისრაელის მიწის გამო,
- მეფეთა ბ 11:1ერთი წლის შემდეგ, მეფეთა გამოსვლის ჟამს, გაგზავნა დავითმა იოაბი თავისი ხალხითურთ და მთელი ისრაელი. გაანადგურეს ყამონიანები და შემოადგნენ რაბას. დავითი კი იერუსალიმში დარჩა.
- ამოსი 1:14ცეცხლს წავუკიდებ რაბას გალავნებს და ცეცხლი შთანთქავს მის დარბაზებს ყიჟინით ბრძოლის დღეს, ქარბორბალათი ქარიშხლიან დღეს.
- იერემია 49:1ყამონიანებზე. ასე ამბობს უფალი, ნუთუ შვილები არა ჰყავს ისრაელს? ნუთუ არა ჰყავს მემკვიდრე? აბა რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი და დასახლდა მისი ხალხი გადის ქალაქებში?
განაგრძე კითხვა: იერემია 49
სრულად წაიკითხე: იერემია 49 · გახსენი ბიბლიის მკითხველში