
ამოსი 5:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
ამოსი 5:23 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 5:23 კონტექსტში
5:21მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში!
5:22აღარ ვიღებ თქვენს აღსავლენებს და ძღვენებს, ზედაც არ ვუყურებ ნასუქალ ხარებს, სამადლობელ მსხვერპლად რომ მწირავთ.
5:23განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
5:24წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით.
5:25განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში, ისრაელის სახლო?
პარალელური ადგილები: ამოსი 5:23
- ამოსი 6:5ქნარს აჟღრიალებენ და დავითივით მგალობელად მოაქვთ თავი.
- ამოსი 8:10დღესასწაულებს გლოვად გადაგიქცევთ და ყველა თქვენს სიმღერას გოდებად; ჯვალოს შემოგახვევთ წელზე და ყველა თავი გადაიპარსება; ავატირებ ქვეყანას, როგორც მხოლოდშობილზე ტირიან, და მწარე დღე იქნება მისი ბოლო!
- ამოსი 8:3მოთქმით იტყვიან სასახლის სიმღერებს იმ დღეს, ამბობს უფალი ღმერთი; უამრავი გვამი იქნება, ყველგან დაყრიან უხმოდ.
განაგრძე კითხვა: ამოსი 5
სრულად წაიკითხე: ამოსი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში