
ამოსი 5:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში, ისრაელის სახლო?
ამოსი 5:25 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 5:25 კონტექსტში
5:23განმარიდეთ თქვენი სიმღერების ხმაურს, თქვენი ქნარის ხმის მოსმენა აღარ მსურს.
5:24წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით.
5:25განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში, ისრაელის სახლო?
5:26დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
5:27ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი. ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
პარალელური ადგილები: ამოსი 5:25
- მოციქულთა საქმენი 7:42მაშინ ღმერთმა პირი იბრუნა მათგან და ციური ლაშქრის სამსახურს მიანება ისინი, როგორც წერია წინასწარმეტყველთა წიგნში: „სახლო ისრაელისა, თუ მოგიტანიათ ჩემთვის მსხვერპლი და ძღვენი უდაბნოში ორმოც წელიწადს?
- მოციქულთა საქმენი 7:43თქვენ მიიღეთ მოლოხის კარავი და ვარსკვლავი თქვენი ღმერთის რაიფანისა, ხატებანი, რომელნიც შეჰქმენით, რათა თაყვანი გეცათ მათთვის; ამიტომაც გადაგასახლებთ ბაბილონს მიღმა“.
- ეზექიელი 20:8მაგრამ ამიჯანყდნენ და არ უნდოდათ ჩემი მოსმენა; არავის მოუშორებია სიბილწენი, თვალწინ რომ ჰქონდათ, და არ მიუტოვებიათ ეგვიპტის კერპები. ვთქვი, რისხვას გადმოვანთხევ მათზე, რომ ჩემი ბრაზი მოვიკლა-მეთქი ეგვიპტის ქვეყანაში.
- ნეემია 9:18თუმცა მათ ხბო ჩამოასხეს და თქვეს: აჰა, ის შენი ღმერთი, ეგვიპტიდან რომ გამოგიყვანა; დიდად გასწყრომი საქმეები ჩაიდინეს.
- ნეემია 9:21ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
- იესო ნავეს ძე 24:14მაშ, გეშინოდეთ უფლისა, ემსახურეთ მას წრფელად და ერთგულად, უარყავით ღმერთები, რომელთაც ემსახურებოდა თქვენი მამა-პაპა იორდანეს გაღმა და ეგვიპტეში, და ემსახურეთ უფალს.
- ლევიანი 17:7აღარ დაუკლან საკლავი ვაცებს, რომელთა კვალზეც გარყვნილობენ. ეს ჰქონდეთ სამარადისო წესად თაობიდან თაობაში.
- ეზექიელი 20:16რაკი შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემს წესებს არ მიჰყვებოდნენ, და შელახეს ჩემი შაბათები, რადგან მათი კერპებისკენ მიუწევდათ გული.
განაგრძე კითხვა: ამოსი 5
სრულად წაიკითხე: ამოსი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში