
ამოსი 5:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
ამოსი 5:26 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 5:26 კონტექსტში
5:24წყალივით იდინოს სამართალმა და იყოს სიმართლე დაუწყვეტელ ნაკადულივით.
5:25განა მოგქონდათ ჩემთან მსხვერპლი და ძღვენი ორმოცი წლის განმავლობაში უდაბნოში, ისრაელის სახლო?
5:26დაატარებდით თქვენი მოლოქის და ქიუნის კარავს, თქვენს კერპებს, თქვენი ღმერთის რაფანის ვარსკვლავს, თქვენსავე ნაკეთებს.
5:27ამიტომაც დამასკოს იქით გადაგასახლებთ, ამბობს უფალი. ცაბაოთ ღმერთია მისი სახელი.
პარალელური ადგილები: ამოსი 5:26
- ლევიანი 20:2ისრაელიანებს უთხარი: თუ ვინმე ისრაელიანთაგან ან მდგმურთაგან, რომელიც ისრაელში მდგმურობს, თავის ნაშიერს მოლოქისთვის გასწირავს, იგი უნდა ჩაიქოლოს.
- ლევიანი 20:5მე მივაპყრობ პირს ამ კაცისკენ და მის საგვარეულოსკენ და ხალხის წიაღიდან მოვკვეთ მას და მის კვალზე ყველა გაუკუღმართებულს, რომლებიც უკუღმართობენ მოლოქის კვალზე.
- ლევიანი 18:21შენი თესლიდან არავინ მისცე მოლოქის ცეცხლში გასატარებლად, არ შეაგინო შენი ღვთის სახელი. მე მარ უფალი.
განაგრძე კითხვა: ამოსი 5
სრულად წაიკითხე: ამოსი 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში