
ამოსი 7:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.
ამოსი 7:17 · საქართველოს საპატრიარქო
ამოსი 7:17 კონტექსტში
7:15წამომიყვანა უფალმა ფარიდან და მითხრა უფალმა, წადი, უწინასწარმეტყველე ჩემს ერს, ისრაელსო.
7:16ახლა ისმინე უფლის სიტყვა. შენ ამბობ, არ იწინასწარმეტყველო ისრაელის წინააღმდეგ და არ იქადაგო ისაკის სახლის წინააღმდეგო.
7:17ამიტომ, ასე ამბობს უფალი: შენი ცოლი იბოზებს ქალაქში და შენი ვაჟები და ასულები მახვილით დაეცემიან; შენი მიწა საბელით დანაწილდება, უწმიდურ მიწაზე მოკვდები შენ, ისრაელი კი ტყვედ წავა თავისი ქვეყნიდან.
პარალელური ადგილები: ამოსი 7:17
- ოსეა 9:3არ იცხოვრებენ უფლის ქვეყანაში; ეფრემი ეგვიპტეში დაბრუნდება და უწმიდურს შეჭამენ აშურში.
- იერემია 28:16ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, წარგავლენ მიწის პირიდან. წელს მოკვდები, რადგან უფლისგან განდგომას ქადაგებ.
- ეზექიელი 4:13თქვა უფალმა: ასე შეჭამენ ისრაელიანები თავიანთ უწმიდურ პურს იმ ხალხთა შორის, რომლებთანაც განვდევნი მათ.
- ოსეა 4:13მთათა მწვერვალებზე სწირავენ მსხვერპლს და გორაკებზე აკმევენ საკმეველს მუხის, ჭადრისა და ტერებინთის ქვეშ, რადგან საამურია მათი ჩრდილი; ამიტომ ბოზობენ შენი ასულები და მრუშობენ შენი რძლები.
- ოსეა 4:14როგორ არ მოვკითხო შენს ასულებს, როცა ბოზობენ, და შენს რძლებს, როცა მრუშობენ, რადგან მამაკაცები ბოზ ქალებთან დაეთრევიან და როსკიპებთან ერთად სწირავენ მსხვერპლს; უმეცარი ხალხი კი იღუპება.
- ამოსი 7:11რადგან ასე ამბობს ამოსი: მახვილით მოკვდება იერობოამი და ტყვედ წავაო ისრაელი თავისი ქვეყნიდან.
- იერემია 29:21ასე ამბობს ცაბაოთ უფალი: ისრაელის ღმერთი, ახაბ კოლაიას ძეზე, და ციდკია მაყასიას ძეზე, რომლებიც სიცრუეს გიქადაგებენ ჩემი სახელით. აჰა, ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის, ხელში ჩავაგდებ მათ და ის დახოცავს მათ თქვენს თვალწინ.
- იერემია 29:31შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,
განაგრძე კითხვა: ამოსი 7
სრულად წაიკითხე: ამოსი 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში