
იერემია 29:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,
იერემია 29:31 · საქართველოს საპატრიარქო
იერემია 29:31 კონტექსტში
29:29ხმამაღლა წაუკითხა სოფონია მღვდელმა ეს წერილი იერემია წინასწარმეტყველს.
29:30მაშინ იყო უფლის სიტყვა იერემიას მიმართ ნათქვამი:
29:31შეუთვალე გადასახლებულებს: ასე ამბობს-თქო უფალი შემაყია ნეხელამელზე: რაკი გიქადაგებთ შემაყია, რომელიც მე არ მომივლენია, და ტყუილად გაიმედებთ,
29:32ამიტომ, ასე ამბობს უფალი: აჰა, დავსჯი შემაყია ნეხელამელს და მის მოდგმას; კაციშვილი არ დარჩება მისგან ამ ერში, ვერ იხილავს სიკეთეს, რასაც ჩემს ერს გაუკეთებ, ამბობს უფალი, რადგან უფლისაგან განდგომას ქადაგებდა.
პარალელური ადგილები: იერემია 29:31
- იერემია 29:9რადგან სიცრუეა, რასაც ისინი გიქადაგებენ ჩემი სახელით; მე არ მომივლენია ისინი, ამბობს უფალი.
- ეზექიელი 13:22რადგან სულს უმწარებდით ტყუილით მართალს, მე კი არ შემიწუხებია; ბოროტეულს ამხნევებდით, რომ არ მოქცეულიყო ბოროტი გზიდან და არ გადარჩენილიყო.
- ეზექიელი 13:23ამის გამო ვეღარ იხილავთ ფუჭ ხილვებს და მისნობას ვეღარ გასწევთ; დავიხსნი ჩემს ერს თქვენი ხელიდან და მიხვდებით, რომ უფალი ვარ!
- იერემია 29:23იმის გულისთვის, რომ სისაძაგლე ჩაიდინეს ისრაელში, რყვნიდნენ მეზობლის ცოლებს და სიცრუეს ქადაგებდნენ ჩემი სახელით, რაც არ დამივალებია მათთვის. მე ვიცი და მოწმე ვარ, ამბობს უფალი.
- იერემია 29:24შემახია ნეხელამელს უთხარი:
- ეზექიელი 13:8ამიტომ ასე ამბობს უფალი, ღმერთი: რაკი ფუჭს ლაპარაკობთ და სიცრუეს ხედავთ, ამიტომაც, აჰა, თქვენ წინააღმდეგ ვარ, ამბობს უფალი ღმერთი.
- ეზექიელი 13:16აღარც ისრაელის წინასწარმეტყველნი იერუსალიმზე რომ წინასწარმეტყველებდნენ და აღარც მისთვის მშვიდობისმხილველნი, როცა არ არის მშვიდობა, ამბობს უფალი ღმერთი.
- იერემია 14:14მითხრა უფალმა: სიცრუეა, რასაც წინასწარმეტყველნი ჩემი სახელით ქადაგებენ. მე არ გამომიგზავნია, არ დამირიგებია ისინი, არ მილაპარაკნია მათთან. ცრუ ხილვებს, მისნობას, სიყალბეს და თავიანთი გულის გამონაგონს გიქადაგებენ ისინი.
განაგრძე კითხვა: იერემია 29
სრულად წაიკითხე: იერემია 29 · გახსენი ბიბლიის მკითხველში