
კოლასელთა მიმართ 1:21: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,
კოლასელთა მიმართ 1:21 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:21
12 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “აქ წმიდა პავლე მოციქული გვიჩვენებს, რომ ქრისტემ შეარიგა ადამიანები, მაშინ როდესაც ისინი შერიგებას არ იმსახურებდნენ. სიტყვები: ‘იყვნენ რა სიბნელის ხელმწიფების ქვეშ’, მიუთითებს იმ საშინელ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.”
მთელი განმარტება
აქ წმიდა პავლე მოციქული გვიჩვენებს, რომ ქრისტემ შეარიგა ადამიანები, მაშინ როდესაც ისინი შერიგებას არ იმსახურებდნენ. სიტყვები: “იყვნენ რა სიბნელის ხელმწიფების ქვეშ”, მიუთითებს იმ საშინელ მდგომარეობაზე, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ.
მაგრამ, რათა სიბნელის ხელმწიფებაზე საუბრისას, რაიმე გარდაუვალობა არ წარმოიდგინო, მოციქული ამატებს: “და თქვენ, წინათ რომ იყავით განშორებულნი”. ერთი შეხედვით, თითქოს, იგივეს ამბობს, მაგრამ სინამდვილეში სხვა რამეს გულისხმობს. სხვაა იხსნა ბოროტებისაგან ადამიანი, რომელიც ბოროტებას აუცილებლობის გამო შეხვდა და სხვაა ის, ვინც ნებსით დაემორჩილა მას. პირველი თანაგრძნობას იმსახურებს, მეორე კი ზიზღს.
თუმცა, მოციქულის თქმით, უფალმა გაგვათავისუფლა ჩვენ, ვინც მისგან არა იძულებით, არამედ ნებსით განვდექით და შეგვარიგა, მიუხედავად ჩვენი უღირსებისა. ვინაიდან მოციქულმა ზეციურზე ისაუბრა, ახლა გვიჩვენებს, რომ ყოველგვარი მტრობა სათავეს აქედან იღებს და არა იქიდან. ზეცის მკვიდრნი დიდი ხანია შერიგებას ისურვებდნენ, ღმერთიც ასევე, მაგრამ თქვენ არ გინდოდათ.
ნათელია, რომ უკანასკნელ ჟამამდე ადამიანები მტრებად რომ დარჩენილიყვნენ, ანგელოზები ვერაფერს გახდებოდნენ. ვერც დაარწმუნებდნენ ადამიანებს და ვერც ეშმაკისგან გაათავისუფლებდნენ. რა აზრი ექნებოდა მათ დარწმუნებას, თუკი ხელმწიფეს არ შეკრავდნენ? ან რა აზრი ექნებოდა ხელმწიფის შეკვრას, თუკი მისი ტყვეობიდან ხსნა არავის ისურვებდა? საჭირო იყო ორივეს გაკეთება, ანგელოზებს კი არც ერთის ძალა შესწევდათ და არც მეორის. ქრისტემ აღასრულა ორივე.
ადამიანების დარწმუნება უფრო საკვირველი საქმე იყო, ვიდრე სიკვდილის განადგურება. უკანასკნელი მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული და მხოლოდ ის იყო მისი უფალი. პირველში კი არა მხოლოდ ის მოქმედებდა, არამედ ჩვენც ვღებულობდით მონაწილეობას. ჩვენ უფრო იოლად ვასრულებთ იმას, რაც ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, იმას, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, მოციქული ბოლოს ახსენებს. იგი უბრალოდ არ ამბობს: მტრულად განწყობილნი, არამედ, “განშორებულნი”, რაც ძლიერ მტრობას ნიშნავს. და არამარტო განშორებულნი, არამედ არც კი მოელოდნენ კვლავ შეერთებას.
“და მტრები გონებით”, ამბობს ის და ამით გვიჩვენებს, რომ მათი განშორება მხოლოდ ზრახვებში არ გამოიხატებოდა. მაშ, რაში? “ბოროტი საქმეებისადმი”, ესე იგი, თქვენც მტრები იყავით და მტრულად მოქმედებდით.
ეფრემ ასური4 საუკუნე იერონიმე სტრიდონელი4 საუკუნე ამბროზიასტერი4 საუკუნე კირილე ალექსანდრიელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 12
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 12 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 1:21 კონტექსტში
1:19რადგანაც კეთილინება მამამ, რომ მასში დამკვიდრებულიყო მთელი სავსება,
1:20რათა მისი მეშვეობით, შემოერიგებინა ყოველი და მისი ჯვრის სისხლით დაეცხრო ყველაფერი - მიწიერიც და ზეციერიც.
1:21და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,
1:22აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,
1:23მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:21
- ეფესელთა მიმართ 2:12ამ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის მოქალაქეობას მოკლებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცნონი, სასომიხდილნი და ამქვეყნად უღმრთოდ შთენილნი.
- ეფესელთა მიმართ 4:18გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,
- ტიტეს მიმართ 3:3ვინაიდან ოდესღაც ჩვენც უგუნურნი ვიყავით, ურჩნი, შეცდომილნი, სხვადასხვა გულისთქმათა და განცხრომათა მონები, ბოროტებასა და შურში დანთქმულნი, ბილწნი და ურთიერთმოძულენი.
- ტიტეს მიმართ 3:7რათა მისი მადლით გამართლებულთ სასოებისამებრ დაგვემკვიდრებინა საუკუნო სიცოცხლე.
- ეფესელთა მიმართ 2:1და აღგადგინათ თქვენც, მკვდრად ქცეულნი თქვენი ბრალეულობით და ცოდვებით,
- ეფესელთა მიმართ 2:3ოდესღაც ჩვენც მათ შორის ვცხოვრობდით, ხორცის გულისთქმას აყოლილნი, ხორციელ ვნებათა და ზრახვათა მონა-მორჩილნი და, ბუნებით, დანარჩენთა მსგავსად, შერისხვის შვილნი;
- რომაელთა მიმართ 5:9მით უმეტეს, ახლა, როცა მისი სისხლით გავმართლდით, მისივე მეოხებით თავს დავაღწევთ რისხვას.
- რომაელთა მიმართ 5:10რადგანაც თუ მტრები ვიყავით და მისი ძის სიკვდილით შევურიგდით ღმერთს, მით უმეტეს, შერიგებულნი ვცხონდებით მისი სიცოცხლით.
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



