
კოლასელთა მიმართ 1:23: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
კოლასელთა მიმართ 1:23 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 10 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 21 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 1:23
10 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “ამ სიტყვებით პავლე მოციქული მათ წინდაუხედავობისაგან იცავს. უბრალოდ კი არ ამბობს: ‘ჰგიებდეთ’, ვინაიდან არსებობს ყოფნა მერყევი და არამდგრადი, და არსებობს მტკიცე და ურყევი დგომა და ყოფნა. ‘ოღონდღა ჰგიებდეთ, ამბობს, მტკიცედ და შეურყეველად’. რაოდენი სიფრთხილით წარმოთქვა! არა მხოლოდ მერყევნი, არამედ შეურყეველნიც.”
მთელი განმარტება
ამ სიტყვებით პავლე მოციქული მათ წინდაუხედავობისაგან იცავს. უბრალოდ კი არ ამბობს: “ჰგიებდეთ”, ვინაიდან არსებობს ყოფნა მერყევი და არამდგრადი, და არსებობს მტკიცე და ურყევი დგომა და ყოფნა. “ოღონდღა ჰგიებდეთ, ამბობს, მტკიცედ და შეურყეველად”. რაოდენი სიფრთხილით წარმოთქვა! არა მხოლოდ მერყევნი, არამედ შეურყეველნიც.
დააკვირდით, რაოდენ მცირეს ითხოვს ამჟამად, არაფერს მძიმეს, არაფერს ძნელს, არამედ მხოლოდ რწმენასა და სასოებას. თითქოს ეუბნება: თუ რწმენაში ჰგიებდეთ, მაშინ სასოება მომავალი კეთილდღეობის მიღებისა უეჭველია. რწმენაში შესაძლებელია ურყეველობა, ხოლო სათნოებაში შეუძლებელია, თუნდაც მცირედ, არ შევკრთეთ. ამრიგად, ეს ადვილია.
“სასოებისაგან სახარებისა, ამბობს, რომელიც ისმინეთ, რომელიც ექადაგა ყოველ დაბადებულს ცასა ქუეშე”. მაშ, რა არის სასოება სახარებისა, თუ არა ქრისტე? იგია მშვიდობა ჩვენი, და მან ყოველივე ეს აღასრულა. ამიტომ, ვინც ამას სხვას მიაწერს, ჭეშმარიტებიდან გადაუხვევია, და თუ ქრისტე არ სწამს, ყველაფერი დაუკარგავს.
“რომელი ისმინეთ”, ამბობს პავლე და კვლავ მათ და მთელ სამყაროს მოუხმობს მოწმედ. იგი არ ამბობს: “სახარებისა, რომელსაც ქადაგებენ”, არამედ, “რომელიც ექადაგა”, რომლისაც უკვე სწამთ. ასე მოიქცა დასაწყისშიც, რათა მრავალთა მოწმობით განემტკიცებინა ისინი.
“რომლისა მე, პავლე, ვიქმენ მსახურად”. ამას იგი დასამოწმებლად აკეთებს. “მე, ამბობს, პავლე, ვიქმენ მსახურად”. მას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან ყველგან განდიდებული იყო და მთელი სამყაროს მოძღვარი გახლდათ (კოლ. 1:25).
ეფრემ ასური4 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე კოხომსკი ს. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 10
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 10 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 1:23 კონტექსტში
1:21და თქვენც, ოდესღაც უცხოქმნილნი თუ გონებით მტერნი, უკეთურ საქმეთაკენ მიდრეკილნი,
1:22აწ მისი სიკვდილით შეგირიგათ მისსავე ხორციელ სხეულში, რათა წმიდანი, უბიწონი და უბრალონი წარგადგინოთ თავის წინაშე,
1:23მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ რწმენით დამკვიდრებულნი და განმტკიცებულნი არ განეშოროთ სასოებას სახარებისას, რომელიც გსმენიათ, ცისქვეშეთის ყველა ქმნილებისთვის ქადაგებული, და რომლის მსახურიც გავხდი მე, პავლე.
1:24ახლა კი ვხარობ ჩემი ვნებების გამო, რომლებიც დავითმინე ჩვენი გულისთვის, და რაც დააკლდა ქრისტეს ურვას, ჩემი ხორცით ვავსებ მისი სხეულისათვის, რომელიც არის ეკლესია.
1:25ხოლო მე მისი მსახური გავხდი ღვთის განგებულებით, რომელიც მომენდო თქვენთვის, რათა აღვასრულო ღვთის სიტყვა, -
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 1:23
- ებრაელთა მიმართ 3:14რადგანაც ქრისტეს თანაზიარნი გავხდით, თუკი არსობის საწყისს ბოლომდე დავიცავთ მტკიცედ.
- ებრაელთა მიმართ 3:6ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.
- მათეს სახარება 24:13ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
- მათეს სახარება 24:14და იქადაგება სასუფევლის ეს სახარება მთელ ქვეყანაზე, ყველა ხალხის სამოწმებლად; და მაშინ მოიწევა დასასრული.
- გალატელთა მიმართ 6:9სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
- ებრაელთა მიმართ 10:38მართალი რწმენით იცოცხლებს, ხოლო თუ უკუიქცევა, არ შეიწყალებს მას ჩემი სული.
- მოციქულთა საქმენი 14:22ამხნევებდნენ მოწაფეთა სულებს, შეაგონებდნენ, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენით, და ეუბნებოდნენ: მხოლოდ დიდი ტანჯვის ფასად თუ შევალთ ღვთის სასუფეველშიო.
- ეფესელთა მიმართ 3:17და ქრისტემ რწმენის მეშვეობით დაივანოს თქვენს გულებში,
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 1
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში



