გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კოლასელთა მიმართ 3:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

11 interpreters აპლიკაციაში

კოლასელთა მიმართ 3:11

სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

კოლასელთა მიმართ 3:11 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 13 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-28 კვირიაკე (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 3:11

11 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “აჰა, კიდევ ერთი ქება მისდამი! არ არჩევს იგი არც ტომით, არც ღირსებით, არც წარმომავლობით. არაფერი გარეგნული არ გააჩნია და არც სჭირდება. წინადაცვეთა თუ წინადაუცვეთელობა, მონა თუ თავისუფალი, წარმართი, ანუ ხიზანი, და იუდეველი, ანუ მკვიდრი, ეს ყოველივე გარეგნულია. თუკი მხოლოდ ეს გაგაჩნია, იმასვე მიაღწევ, რასაც სხვები აღწევენ ამის მქონებელნი.”

    მთელი განმარტება

    აჰა, კიდევ ერთი ქება მისდამი! არ არჩევს იგი არც ტომით, არც ღირსებით, არც წარმომავლობით. არაფერი გარეგნული არ გააჩნია და არც სჭირდება. წინადაცვეთა თუ წინადაუცვეთელობა, მონა თუ თავისუფალი, წარმართი, ანუ ხიზანი, და იუდეველი, ანუ მკვიდრი, ეს ყოველივე გარეგნულია. თუკი მხოლოდ ეს გაგაჩნია, იმასვე მიაღწევ, რასაც სხვები აღწევენ ამის მქონებელნი.

    “არამედ ყველაფერი და ყველაში ქრისტეა”, ბრძანებს წმინდა პავლე, “ქრისტე იყოს თქვენთვის ყოველივე: ღირსებაც, წარმომავლობაც და ყველაში, თავად იგი”. ანდა სხვა რამეს ბრძანებს: ყველანი ერთ ქრისტედ იქეცით, მისი სხეული რომ ხართ. განა ეს უდიდესი საიდუმლო არ არის?

  2. გრიგოლ ღვთისმეტყველი4 საუკუნე
  3. ეფრემ ასური4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. მაქსიმე აღმსარებელი7 საუკუნე
  6. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  7. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  8. ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე
  9. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  10. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  11. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 11

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 11 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კოლასელთა მიმართ 3:11 კონტექსტში

3:9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,

3:10და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,

3:11სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

3:12მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

3:13შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 3:11

განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 3

სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში