გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კოლასელთა მიმართ 3:13: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კოლასელთა მიმართ 3:13

შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

კოლასელთა მიმართ 3:13 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 31 იანვარი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 35-ე კვირა (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 3:13

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “ისევ ნაწილ-ნაწილ ამბობს: სიკეთიდან მოდის თავმდაბლობა, თავმდაბლობიდან კი, სულგრძელება. ‘შეწყნარებით ურთიერთას’, ამბობს, ესე იგი, პატიებით ერთმანეთისადმი. დააკვირდი, როგორ წარმოაჩინა ამის უმნიშვნელობა და უწოდა ‘საჩივარი’. შემდეგ დასძენს: ‘ვითარცა ქრისტემანცა მოგიტევნა თქუენ’. რაოდენ დიდებულია მაგალითი! პავლე მოციქული ყოველთვის ასე იქცევა, ქრისტეს მაგალითით არწმუნებს.”

    მთელი განმარტება

    ისევ ნაწილ-ნაწილ ამბობს: სიკეთიდან მოდის თავმდაბლობა, თავმდაბლობიდან კი, სულგრძელება. “შეწყნარებით ურთიერთას”, ამბობს, ესე იგი, პატიებით ერთმანეთისადმი. დააკვირდი, როგორ წარმოაჩინა ამის უმნიშვნელობა და უწოდა “საჩივარი”. შემდეგ დასძენს: “ვითარცა ქრისტემანცა მოგიტევნა თქუენ”. რაოდენ დიდებულია მაგალითი! პავლე მოციქული ყოველთვის ასე იქცევა, ქრისტეს მაგალითით არწმუნებს.

    “საჩივარი”, ამბობს. ზემოთ უკვე მიგვანიშნა, რომ ეს უმნიშვნელოა, მაგრამ როდესაც მაგალითი მოიყვანა, ამტკიცებს, რომ ჩვენ რომ მნიშვნელოვანი ბრალდებებიც კი გვქონდეს, უნდა ვაპატიოთ. სიტყვები: “ვითარცა ქრისტემან” ამას ნიშნავს. და არა მარტო ამას, არამედ იმასაც, რომ მთელი გულით უნდა ვაპატიოთ. და არც ეს არის საკმარისი, არამედ ისიც, რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი შეურაცხმყოფელნი. ქრისტე, მოყვანილი მაგალითად, ამ ყველაფერს გვასწავლის და კიდევ იმას, რომ უნდა ვაპატიოთ შეურაცხყოფანი, თუნდაც ისინი დიდი იყოს, თუნდაც ჩვენ წინასწარ არაფერი დაგვეშავებინოს მათი შეურაცხმყოფელთათვის, თუნდაც ჩვენ დიადი ადამიანები ვიყოთ. Ჩვენი შეურაცხმყოფელნი, უმნიშვნელონი, თუნდაც მათ შენდობის შემდეგ კვლავ შეურაცხყოფა განიზრახონ და, ბოლოს, ისიც, რომ სული ჩვენი უნდა დავდოთ მათთვის.

    სიტყვა “ვითარცა” ამას მოითხოვს. იგი კიდევ იმას გვიჩვენებს, რომ უნდა ვიდგეთ (ჩვენი შეურაცხმყოფელთათვის) არა მარტო სიკვდილამდე, არამედ, თუ შესაძლებელია, სიკვდილის შემდეგაც. “შეწყნარებით ურთიერთას”, ამბობს და გვიჩვენებს, თუ რა არის სამართლიანობა: მიიღე შენ ის და ის მიგიღებს შენ, რასაც გალატელთა მიმართ ეპისტოლეშიც ამბობს: “ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ” (გალ. 6:2). განა ეს სიტყვები თავისთავად არ მოგვიწოდებენ ურთიერთდახმარებისკენ?

  2. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  3. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  4. ნიკიფორე (თეოტოკისი)18 საუკუნე
  5. ბასილი მიხაილოვსკი19 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კოლასელთა მიმართ 3:13 კონტექსტში

3:11სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.

3:12მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.

3:13შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.

3:14ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.

3:15დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.

პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 3:13

განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 3

სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში