
კოლასელთა მიმართ 3:18: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.
კოლასელთა მიმართ 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 17 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის ოთხშაბათი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 3:18
9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “პავლე მოციქული რატომ ბრძანებს ამას არა ყველგან და არა ყველა ეპისტოლეში, არამედ მხოლოდ ეფესელთა, ტიმოთესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეებში? ალბათ, ამ ქალაქებში უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი, ანდა სხვა რამ კარგად სრულდებოდა, მაგრამ ამ საკითხში ცდებოდნენ, ამიტომაც უნდა გაეგოთ მათ ესეც. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მოციქული ამას რამდენადაც მათ, იმდენადვე ყველა ქრისტიანს ეუბნება. ეს ეპისტოლე ძალზე ჰგავს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს. სხვა ადგილებში იგი ამას არ აკეთებს, ან იმიტომ, რომ უკვე დამშვიდებულ ქმრებს. Მაღალი დოგმატები არ იცოდნენ და უნდა ესწავლათ ისინი, ამის შესახებ არ უნდა ეწერათ, ან იმიტომ, რომ განსაცდელებში ნუგეშისმცემელთათვის ზედმეტი იყო ამის მოსმენა. ეს მოსაზრებები მაფიქრებინებს, რომ აქ ეკლესია უკვე მტკიცე იყო და ამას იგი თავისი ცხოვრების ბოლოს ამბობს.”
მთელი განმარტება
პავლე მოციქული რატომ ბრძანებს ამას არა ყველგან და არა ყველა ეპისტოლეში, არამედ მხოლოდ ეფესელთა, ტიმოთესა და ტიტეს მიმართ ეპისტოლეებში? ალბათ, ამ ქალაქებში უთანხმოებებს ჰქონდა ადგილი, ანდა სხვა რამ კარგად სრულდებოდა, მაგრამ ამ საკითხში ცდებოდნენ, ამიტომაც უნდა გაეგოთ მათ ესეც. თუმცა, უფრო სამართლიანი იქნება თუ ვიტყვით, რომ მოციქული ამას რამდენადაც მათ, იმდენადვე ყველა ქრისტიანს ეუბნება. ეს ეპისტოლე ძალზე ჰგავს ეფესელთა მიმართ ეპისტოლეს. სხვა ადგილებში იგი ამას არ აკეთებს, ან იმიტომ, რომ უკვე დამშვიდებულ ქმრებს. Მაღალი დოგმატები არ იცოდნენ და უნდა ესწავლათ ისინი, ამის შესახებ არ უნდა ეწერათ, ან იმიტომ, რომ განსაცდელებში ნუგეშისმცემელთათვის ზედმეტი იყო ამის მოსმენა. ეს მოსაზრებები მაფიქრებინებს, რომ აქ ეკლესია უკვე მტკიცე იყო და ამას იგი თავისი ცხოვრების ბოლოს ამბობს.
“ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც შეჰფერით უფალს” (კოლ. 3:18). არა უბრალოდ ქმრებს, არამედ უფალს. ეს თქვენ გალამაზებთ და არა მათ. მორჩილებაში კი არ ვგულისხმობ მონურ მორჩილებას, არც ბუნებით განსაზღვრულს, არამედ ღვთის გულისთვის მორჩილებას.
ავგუსტინე ჰიპონელი5 საუკუნე თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 9
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 3:18 კონტექსტში
3:16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
3:17ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
3:18ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.
3:19ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.
3:20შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 3:18
- ეფესელთა მიმართ 5:22ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
- ეფესელთა მიმართ 6:9თქვენც, ბატონებო, ასევე ექცეოდეთ მონებს; დაიოკეთ სისასტიკე, გახსოვდეთ, რომ ცაშია თქვენი და მათი უფალი, ვისთვისაც უცხოა მიკერძოება.
- ტიტეს მიმართ 2:4რათა ასწავლიდნენ ყმაწვილ ქალებს, უყვარდეთ ქმარ-შვილი,
- ტიტეს მიმართ 2:5კეთილგონიერნი იყვნენ, უმანკონი, მეოჯახენი, კეთილნი, თავიანთი ქმრების მორჩილნი, რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა.
- კორინთელთა მიმართ ა 11:3ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:1ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,
- პეტრეს ეპისტოლე ა 3:6ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ.
- შესაქმე 3:16დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 3
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში


