
კოლასელთა მიმართ 4:11: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები
და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში.
კოლასელთა მიმართ 4:11 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 19 ნოემბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 22 კვირის პარასკევი (სამოციქულო).
რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 4:11
7 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით
იოანე ოქროპირი4 საუკუნე “‘და იესუ, რომელსაც ჰქვია იუსტოსი’. შესაძლოა, ეს კორინთელი იყო. თითოეული მათგანის ღირსეულად შექების შემდეგ, პავლე მოციქული საერთო ქებას აღავლენს: ‘ესენი არიან წინადაცვეთილთაგან ერთადერთნი, რომლებიც თანამშრომლობენ ჩემთან ღვთის სასუფევლისთვის და ნუგეშის მომცემნი არიან ჩემთვის’.”
მთელი განმარტება
“და იესუ, რომელსაც ჰქვია იუსტოსი”. შესაძლოა, ეს კორინთელი იყო. თითოეული მათგანის ღირსეულად შექების შემდეგ, პავლე მოციქული საერთო ქებას აღავლენს: “ესენი არიან წინადაცვეთილთაგან ერთადერთნი, რომლებიც თანამშრომლობენ ჩემთან ღვთის სასუფევლისთვის და ნუგეშის მომცემნი არიან ჩემთვის”.
აჰა, როგორ წარმოაჩენს ამას და როგორ ამხნევებს მათ. რათა სიტყვებმა, “ჩემთან ერთად პატიმარი” მსმენელებში სული არ დაეცეს. “თანამშრომელნი ღვთის სასუფევლისთვის”, ამბობს იგი. ამგვარად, ვინც მასთან ერთად იტანს განსაცდელებს, სასუფეველშიც თანაზიარია. “ნუგეშის მომცემნი არიან ჩემთვის”. აქედან ჩანს, რომ ეს დიდი ადამიანები იყვნენ, რაკი პავლესთვის ნუგეში მოჰქონდათ.
“ორივენი წინადაცვეთილთაგან”. ამით ამცირებს იუდეველთა სიამაყეს და ამხნევებს მათ იმით, რომ “ორივენი წინადაცვეთილთაგან” ცოტანი არიან, ხოლო უმეტესობა წარმართებიდან არიან. “ნუგეშის მომცემნი არიან ჩემთვის”, ამბობს იგი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ იგი დიდ განსაცდელებში იმყოფება. მაშასადამე, მცირე საქმე როდია, როდესაც წმიდანებს ვანუგეშებთ თანდასწრებით, სიტყვითა და მათზე მუდმივი ზრუნვით, როდესაც მათთან ერთად ვიტანთ უბედურებებს. ტყვეებთან ერთად, როგორც ტყვეები. თუ მათ ტანჯვას საკუთარ თავზე ვიღებთ, მათი გვირგვინების თანაზიარნიც ვიქნებით.
შენ არ გამოხვედი ასპარეზზე? ბრძოლაში არ ჩაები? სხვა იბრძვის, მაგრამ თუ მოისურვებ, შენც თანაზიარი იქნები: გაამხნევე იგი ბრძოლაში, იყავი მისი მეგობარი და თანამშრომელი, აუწყე მისი ღვაწლის შესახებ, აღუძარი ძალა, გააძლიერე სული. ასე უნდა მოვიქცეთ ყველას მიმართ. თავად პავლეს არ სჭირდებოდა ასეთი თანადგომა, მაგრამ ამაზე იმიტომ საუბრობდა, რომ ისინი გაემხნევებინა.
ასევე მოექეცი სხვებსაც: აუკრძალე პირი მას, ვინც ცდილობს ცილი დასწამოს განსაცდელში მყოფ ძმას, შეიძინე მისთვის მეგობრები და თუ იგი გამოვა განსაცდელიდან, განსაკუთრებული გულმოდგინებით მიიღე იგი. ამგვარად, შენც თანაზიარი იქნები გვირგვინებისა და დიდებისა. თუნდაც მეტი არაფერი გააკეთო, მხოლოდ იხარებდე იმით, რაც ხდება, უკვე მონაწილე ხარ და თანაც არა უბრალო, რადგან სიყვარული უპირველესია ყველა სიკეთეს შორის.
თუ მგლოვიარეები, რომლებიც თანაგრძნობას გამოხატავენ, მხოლოდ ცრემლებით ანუგეშებენ და მნიშვნელოვნად ამსუბუქებენ მწუხარებას, მით უფრო მეტი სიამოვნება უნდა მიანიჭოს სხვას მას, ვინც მათთან ერთად ხარობს. ხოლო რაოდენ დიდია უბედურება, ვერ გრძნობდე თანაგრძნობას, ამის შესახებ ისმინე წინასწარმეტყველისგან, რომელიც ამბობს: “ველოდი თანამგრძნობელს, და არ იყო” (ფს. 68:21). ამიტომაც ამბობს პავლე: “გიხაროდეთ მოხარულებთან და იტირეთ მოტირალებთან” (რომ. 12:15).
გააძლიერე სიხარული. თუ ხედავ, რომ შენი ძმა კეთილი სახელით სარგებლობს, ნუ იტყვი: “ეს ხომ მისი დიდებაა, მე რა უნდა გამიხარდეს?” ასე ძმამ კი არა, მტერმა შეიძლება თქვას. თუ გნებავს, ეს დიდება არა მისი, არამედ შენია. შენზეა დამოკიდებული მისი გაზრდა, რაკი ამის გამო არ ხდები პირქუში, არამედ ხარობ, მხიარულობ და ზეიმობ. და რომ ეს ჭეშმარიტად ასეა, იქიდან ჩანს, რომ შურიანები შურიან არა მხოლოდ იმ ადამიანების, რომლებიც კარგი აზრით სარგებლობენ, არამედ იმათიც, ვინც მათი კარგი სახელით ხარობს. ესე იგი, მათ ესმით, რომ ეს უკანასკნელნიც იმსახურებენ კარგ აზრს, როგორც ჭეშმარიტად, ისინი განსაკუთრებით პატივსაცემნი არიან. ერთი წითლდება კიდეც, როდესაც საკუთარ თავზე დიდ ქებას ისმენს, მეორე კი ამისგან განსაკუთრებულ სიამოვნებას იღებს და საკუთარ თვალში ამაღლდება.
ნუთუ არ იცით, როგორც ხდება მოჭიდავეებთან: ერთი გვირგვინს იმსახურებს, მეორე კი არა, მაგრამ ამის გამო მწუხარება და სიხარული მათ მეგობრებსა და მტრებს აქვთ: ისინი ხტუნაობენ და ცეკვავენ. ხედავ, რას ნიშნავს არ გქონდეს შური: სხვა შრომობს, შენ კი სიამოვნებას იღებ; სხვას ადგამენ გვირგვინს, შენ კი ხტუნაობ და ხარობ. მითხარი: გამარჯვება სხვამ მოიპოვა, შენ რატომ ზეიმობ? მაგრამ მათაც (შურიანებს) კარგად ესმით, რომ ეს საერთო საქმეა. ამიტომ შურიანები არ აღდგებიან მის წინააღმდეგ (ადამიანის წინააღმდეგ, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა). Ცდილობენ დაამცირონ მისი გამარჯვება და შენ მათგან ისეთ სიტყვებს გაიგონებ, როგორიცაა: მე გაგანადგურე, ან: მე შეგარცხვინე, თუმცა საქმე შენი არ არის, ქება კი შენ გხვდება.
რაკი გარეგნულებთან მიმართებაში ასე კარგია არ გქონდეს შური და ახლოს მიიტანო გულთან სხვისი სიკეთე, მით უფრო ეშმაკზე გამარჯვებასთან მიმართებაში. Მაშინ სწორედ იგი უფრო დიდი მრისხანებით სუნთქავს ჩვენს წინააღმდეგ, როდესაც აშკარაა, რომ ჩვენ უფრო მეტად ვხარობთ. თუმცა იგი ბოროტებაშია ჩაფლული, ნათლად ხედავს, რომ ეს სიხარული მეტია. გინდა, რომ აწყენინო? იმხიარულე და იხარე. გინდა, რომ გაახარო? იყავი დამწუხრებული. შენი დამწუხრებით შენ ამსუბუქებ მწუხარებას, რომელიც შენი ძმის გამარჯვებამ მიაყენა მას; მასთან ერთად დგები შენი ძმის წინააღმდეგ; ბოროტებას უფრო დიდს აკეთებ, ვიდრე ის. ყველაფერი ხომ ერთნაირი არ არის, იყო მტერი და მტრულად მოქმედებდე და, იყო მეგობარი და მტრების მხარეს იდგე; ეს (უკანასკნელი) ყველაზე საძულველი მტერია.
თუ შენმა ძმამ კეთილი სახელი მოიპოვა თავისი სიტყვით, თავისი თავის დაჭერის უნარით, თუ თავისი საქციელით, შენ გაიზიარე მასთან მისი კეთილი სახელი, აჩვენე, რომ იგი შენი ნაწილია. მაგრამ როგორ? იტყვი შენ: ჩემზე ხომ არ არის კარგი სახელი? არასოდეს თქვა ასე, დახურე პირი. ჩემ გვერდით რომ ყოფილიყავი და ასე თქვა, ხელს დაგაფარებდი პირზე, რომ მტერს არ გაეგონა. ხშირად ვმტრობთ ერთმანეთს, მაგრამ მტრების წინაშე არ ვიმჩნევთ; შენ კი ამას ეშმაკს ამჟღავნებ. ასე არ თქვა, ასეთი აზრიც კი არ გქონდეს; პირიქით (თქვი): იგი ჩემი ნაწილია, დიდება მისგან მთელ სხეულზე გადადის. მაგრამ იტყვი: რატომ არ აქვთ გარეგნულებს ასეთი განწყობები? ამის მიზეზი შენ ხარ. როდესაც ისინი ხედავენ, რომ შენ გაურბიხარ მათ სიხარულს, ისინიც გაურბიან. თუკი ისინი დაინახავდნენ, რომ შენ (მათ სიხარულს) საკუთარად თვლი, ვერ გაბედავდნენ (ასე მოქცევას). მაგრამ საერთოდაც შენც ისეთივე დიდებული ხარ, (როგორც შენი ძმა). შენ ვერ მოიპოვე დიდება მჭევრმეტყველებით, სამაგიეროდ სხვის სიხარულში მონაწილეობით უფრო მეტად დაიმსახურე იგი, ვიდრე მან. თუ სიყვარული მნიშვნელოვანი საქმეა და ყველაფრის მწვერვალია, შენ სიყვარულისთვის მოიპოვე გვირგვინი: მან, მჭევრმეტყველების ხელოვნებისთვის, შენ კი, ძლიერი სიყვარულისთვის; მან სიტყვის ძალა გამოავლინა, შენ კი საქმით დაამარცხე შური, დათრგუნე ბოროტგანზრახვა და ამისთვის სამართლიანად დაგადგეს უფრო მეტი გვირგვინი, ვიდრე მას. შენი ღვაწლი უფრო დიდებულია; შენ არა მხოლოდ შური დათრგუნე, არამედ სხვა რამეც გააკეთე; მას მხოლოდ ერთი გვირგვინი აქვს, შენ კი, ორი და ორივე ისინი უფრო ბრწყინვალეა, ვიდრე (მისი) ერთი. რომელია ეს (გვირგვინები)? ერთი, რომელიც შენ შეიძინე (ბრძოლაში) შურის წინააღმდეგ, მეორე, რომლითაც სიყვარულისთვის დაგადგეს გვირგვინი. სხვებთან გახარება იმის მტკიცებულებაა არა მხოლოდ, რომ შენ შურისგან სუფთა ხარ, არამედ იმისიც, რომ შენს გულში სიყვარულია ფესვგადგმული. მას ხშირად ამძიმებს ადამიანური ვნება ამაოებისა, შენ კი თავისუფალი ხარ ყოველგვარი ვნებისგან, რადგან, ამაოება რომ გქონოდა, სხვის ბედნიერებას არ გაიხარებდი.
მითხარი: მან ამაღლა ეკლესია, გაზარდა კრებული (საეკლესიო)? კვლავ შეაქე იგი: შენ ორმაგი უფლება გაქვს გვირგვინზე, რადგან შური დაამარცხე და სიყვარულით შეიმკვე. დიახ, გთხოვ და ვედრები. გინდა მესამე გვირგვინის შესახებაც მოისმინო? მას ადამიანები უკრავენ ტაშს, მიწაზე, შენ კი ანგელოზები, ზეცაში. ყველაფერი ერთნაირი არ არის, გამოირჩეოდე მჭევრმეტყველებით და ამარცხებდე ვნებებს. პირველისთვის ქება დროებითია, მეორესთვის, მარადიული; პირველისთვის, ადამიანებისგან, მეორესთვის, ღვთისგან. ის (ვინც მჭევრმეტყველებით დიდდება) აშკარად იდგამს გვირგვინს, შენ კი ფარულად, სადაც მამა შენი გხედავს. სხეულისგან განვთავისუფლებული რომ შეიძლებოდეს თითოეულის სულის დანახვა, მე გაჩვენებდი, რომ ეს უკანასკნელი უფრო პატივდებულია, ვიდრე პირველი და უფრო მეტად ბრწყინავს მის წინააღმდეგ.
მაშასადამე, საყვარელნო, დავთრგუნოთ საკუთარ თავში შურიანი მისწრაფებები; ვისარგებლოთ აქედან მომდინარე სარგებლით; დავადგათ გვირგვინი საკუთარ თავს. შურიანი ღვთის წინააღმდეგ მიდის და არა იმის წინააღმდეგ (ვისაც შურს). როდესაც იგი ხედავს, რომ ვინმე კარგი განწყობით სარგებლობს (ადამიანებში) და ამის გამო წუხს და ეკლესიის დანგრევა სურს, იგი ამ ადამიანის წინააღმდეგ კი არ მიდის, არამედ ღვთის წინააღმდეგ. მითხარი, მართლაც, ვინმემ რომ სამეფო ასულის შემკობა დაიწყოს, რათა ამ შემკულობით იგი უფრო პატივდებული გახადოს და მისცეს მას საშუალება ადამიანებში პატივისცემით ესარგებლოს. Სხვა ვინმემ მისი დამახინჯება მოინდომოს და მას ეს საშუალება წაართვას, ვის წინააღმდეგ აღდგება იგი, მის წინააღმდეგ, თუ მის წინააღმდეგ და მისი მამის წინააღმდეგ? ასევე შენ, შურიანო, ეკლესიის წინააღმდეგ მიდიხარ, ღვთის წინააღმდეგ აღდგები; რაკი შენი ძმის კეთილ სახელს თვით ეკლესიისთვის სარგებელი მოაქვს, პირველის განადგურებით აუცილებლად მეორეც ინგრევა, ისე რომ ამით, ქრისტეს სხეულისთვის ზიანის მიყენებით, სატანურ საქმეს სჩადიხარ. შენ ბრაზობ მასზე, რომელსაც შენთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და უფრო მეტად, თავად ქრისტეზე. რა გაგიკეთა მან, რომ არ აძლევ მის სხეულს უფლებას აყვავდეს მშვენიერებით, არ აძლევ მის სძალს უფლებას გამოჩნდეს თავის მორთულობაში?
მაგრამ შეხედე, რა სასჯელია. შენ ახარებ შენს მტრებს და იმასაც კი, ვინც კეთილი სახელი შეიძინა და ვისთვისაც შენ, შურის გამო, ცდილობ გულის ტკენას, პირიქით, ახარებ. Შენი შურით კიდევ უფრო აშკარად ამტკიცებ, რომ მან მართლაც კარგი აზრი აღძრა საკუთარ თავზე (თორემ რაღა უნდა გშურდეს) კიდევ უფრო ნათლად ამჟღავნებ, რომ შენთვის ეს არსებითი სასჯელია. მრცხვენია, რომ ასეთ არგუმენტებს გთავაზობთ; მაგრამ, რაკი ასეთ სახიფათო მდგომარეობაში ვიმყოფებით, თუნდაც ასეთი შეგონებების შემდეგ მაინც დავიხსნათ თავი ამ დამღუპველი ვნებისგან. შენ გწყინს, რომ მან კეთილი სახელი შეიძინა? რატომღა ზრდი კიდევ უფრო მის დიდებას შენი შურით? შურისძიება გინდა მასზე? რატომღა აჩვენებ, რომ თავად იტანჯები? რატომ იწვევ სასჯელს უფრო საკუთარ თავზე, ვიდრე იმაზე, ვისი დიდებაც არ გიტან? ბოლოს და ბოლოს, მისთვის ორმაგი სიხარული იქნება, შენთვის კი, (ორმაგი) სასჯელი: უპირველეს ყოვლისა, შენი შურით არა მხოლოდ მოწმობ მის დიდ ღირსებებზე. Სხვა სიამოვნებასაც ანიჭებ მას, რადგან თავად სჯი საკუთარ თავს; შემდეგ კი კიდევ ხარობს იმით, რომ შენ გაწყენინებს და ხარობს სწორედ შენი შურის გამო. ხედავ, რა სასტიკ დარტყმებს ვაყენებთ საკუთარ თავს და ვერ ვგრძნობთ.
მაგრამ იგი მტერია. რატომ არის მტერი? რა შეურაცხყოფა მოგაყენა? თუმცა მტრის დიდებას ახალ ბრწყინვალებას ვმატებთ, საკუთარ თავს კი უფრო მეტად ვაწამებთ. კვლავ, ჩვენ თვითონ ვპოულობთ სასჯელს იმაში, როდესაც ვგრძნობთ, რომ მან ეს იცის. ის ხომ, შეიძლება, არც ხარობს; ჩვენ კი, როდესაც ვფიქრობთ, რომ ის ხარობს, ამითაც ვიტანჯებით. მაშასადამე, შეწყვიტე შური. რატომ აყენებ ჭრილობებს საკუთარ თავს?
საყვარელნო! გვახსოვდეს ეს ყველაფერი, ორმაგი გვირგვინი უშურველი ადამიანებისთვის, ე.ი. ქება ადამიანებისგან და ღვთისგან და ის ბოროტება, რაც შურიდან მომდინარეობს და მაშინ ჩვენ შევძლებთ ამ მხეცის მოკვლას, ღვთისგან დიდების შეძენას და იმავეს მიღებას, რასაც დიდების ღირსი ადამიანები აღწევენ. შეიძლება, მივიღოთ კიდეც, ხოლო თუ არ მივიღებთ, ჩვენდა სასიკეთოდ არ მივიღებთ; ამის გარეშეც ხომ შეგვიძლია ვიცხოვროთ ღვთის სადიდებლად და დავემსახუროთ მის მოყვარულთათვის აღთქმულ კეთილდღეობას. Ჩვენი უფლის იესუ ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომელთანაც მამას სულიწმიდითურთ დიდება, ძალა, პატივი, ახლა და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე ივანოვი ა. ვ.19 საუკუნე მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე
1 / 7
ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 7 განმარტება.
ჩვენს ბიბლიოთეკაში
კოლასელთა მიმართ 4:11 კონტექსტში
4:9ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.
4:10მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,
4:11და იესო, იუსტუსად წოდებული; წინდაცვეთილთაგან მხოლოდ ესენი მედგნენ მხარში ღვთის სასუფევლის ქადაგებისას, მხოლოდ ესენი იყვნენ ჩემი ნუგეში.
4:12მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, დღენიადაგ რომ ლოცულობს თქვენთვის, რათა მტკიცედ იდგეთ, სრულნი და სავსენი ღვთის მთელი ნებით.
4:13მე ვუმოწმებ, რომ დიდად მოწადინებულია თქვენთვის, ლაოდიკელთა და ჰიერაპოლისელთათვის.
პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 4:11
- მოციქულთა საქმენი 11:2და როცა პეტრე ავიდა იერუსალიმს, წინადაცვეთილებმა ყვედრება დაუწყეს
- ფილიმონეს მიმართ 1:1პავლე, იესო ქრისტეს ტყვე, და ძმა ტიმოთე - ფილემონს, ჩვენს საყვარელ თანაშემწეს,
- მოციქულთა საქმენი 10:45წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი.
- ტიტეს მიმართ 1:10რადგან ბევრია ურჩიც, ფუჭად მოლაყბეც და გონების მაცდურიც, მეტწილად წინადაცვეთილთაგან,
- კორინთელთა მიმართ ბ 6:1ხოლო ჩვენ, როგორც თანამშრომელნი, შეგაგონებთ: ამაოდ არ მიიღოთ ღვთის მადლი.
- რომაელთა მიმართ 4:12ისევე, როგორც მამა წინადაცვეთილებისა: არა მარტო იმათი, ვინც მიიღო წინადაცვეთა, არამედ იმათიც, რომელნიც მისდევენ ჩვენი მამის აბრაამის რწმენის კვალს, რაც ჯერ კიდევ წინადაუცვეთელობისას ჰქონდა.
- კოლასელთა მიმართ 4:7ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,
- კორინთელთა მიმართ ბ 7:6მაგრამ მდაბალთა მანუგეშებელმა გვანუგეშა ჩვენ ღმერთმა ტიტეს მოსვლით;
განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 4
სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში

