გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კოლასელთა მიმართ 4:7: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

9 interpreters აპლიკაციაში

კოლასელთა მიმართ 4:7

ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,

კოლასელთა მიმართ 4:7 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 4:7

9 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘ჩემს შესახებ ყველაფერს გეტყვით თქვენ ტიხიკოსი, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური და თანამშრომელი უფლის მიერ’. რაოდენ ბრძნულია პავლე! თავის ეპისტოლეებში ყველაფერს როდი ამბობს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია და გადაუდებელი.”

    მთელი განმარტება

    “ჩემს შესახებ ყველაფერს გეტყვით თქვენ ტიხიკოსი, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური და თანამშრომელი უფლის მიერ”. რაოდენ ბრძნულია პავლე! თავის ეპისტოლეებში ყველაფერს როდი ამბობს, არამედ მხოლოდ იმას, რაც აუცილებელია და გადაუდებელი.

    რატომ იქცევა ასე? უპირველეს ყოვლისა, ეპისტოლეს ზედმეტად გავრცელება არ სურს. მეორე მიზეზი ის არის, რომ უფრო მეტი პატივი მიაგოს მას, ვინც ეპისტოლე ჩაიტანა, რათა მასაც ჰქონდეს სათქმელი. და მესამე, გვიჩვენებს, თუ როგორ არის თავად განწყობილი მის მიმართ, რადგან სხვა შემთხვევაში ამ საქმეს არ მიანდობდა.

    და ბოლოს, იყო რაღაც ისეთიც, რისი წერილობით გამოცხადებაც შეუძლებელი იყო. “საყვარელი ძმა”, ამბობს იგი. თუ საყვარელია, მაშინ ყველაფერი იცოდა და (პავლეს) მისგან არაფერი დაუმალავს. “და ერთგული მსახური და თანამშრომელი უფლის მიერ”. თუ ერთგულია, არაფერში იცრუებს; თუ თანამშრომელია, განსაცდელებში მონაწილეობდა. ამრიგად, (მოციქულმა) წარმოაჩინა ყველაფერი, რაც მას ნდობის ღირსად ხდიდა.

    “ჩემს შესახებ ყველაფერს გეტყვით თქვენ”, ამბობს ის. იკითხავთ, ერთად რატომ არ მოვიდნენ? რას ნიშნავს: “ჩემს შესახებ ყველაფერს გეტყვით თქვენ”? ეს ნიშნავს: (გეტყვიან) ბორკილებზე და ყველაფერზე, რაც მე მაკავებს. ასე რომ, თქვენი ნახვის დიდი სურვილი მაქვს, მაგრამ სხვებს გიგზავნით და თავადაც არ დავაყოვნებდი თქვენთან მოსვლას, რაიმე მნიშვნელოვანი აუცილებლობა რომ არ მაკავებდეს. განა ეს არ უნდა ყოფილიყო მათი ნუგეში? და ძალიან უნდა ენუგეშებინა მათ ის ამბავი, რომ განსაცდელებს შეხვდა და ვაჟკაცურად გადაიტანა ისინი, უნდა დაემშვიდებინა და გაემხნევებინა მათი სულები.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. ამბროზიასტერი4 საუკუნე
  4. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  5. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  6. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  7. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  8. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  9. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 9

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 9 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კოლასელთა მიმართ 4:7 კონტექსტში

4:5ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.

4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.

4:7ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,

4:8რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,

4:9ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.

პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 4:7

განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 4

სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში