გადასვლა შინაარსზე
მოციქულების პეტრესა და პავლეს ხატი, ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი
მოციქულები პეტრე და პავლე, ხატი. ბიზანტიური და ქრისტიანული მუზეუმი, ათენი. ფოტო: George E. Koronaios, CC BY-SA 4.0.

კოლასელთა მიმართ 4:8: მნიშვნელობა და ეკლესიის მამები

8 interpreters აპლიკაციაში

კოლასელთა მიმართ 4:8

რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,

კოლასელთა მიმართ 4:8 · საქართველოს საპატრიარქო

ეკლესიაში საკითხავი: 18 ოქტომბერი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-18 კვირის ორშაბათი (სამოციქულო).

რას ამბობენ ეკლესიის მამები: კოლასელთა მიმართ 4:8

8 განმმარტებელი · ყველა უფასო ანგარიშით

  1. იოანე ოქროპირი4 საუკუნე
    “‘რომელიცა წარვავლინე თქუენდა’ (კოლ. 4:8). აი, მოციქული რაოდენ დიდია სიყვარულით, რამეთუ ამ სიყვარულმა აღძრა იგი და ამანვე განაპირობა მისი წარვლინება.”

    მთელი განმარტება

    “რომელიცა წარვავლინე თქუენდა” (კოლ. 4:8). აი, მოციქული რაოდენ დიდია სიყვარულით, რამეთუ ამ სიყვარულმა აღძრა იგი და ამანვე განაპირობა მისი წარვლინება.

    ესევე თქვა თესალონიკელთა მიმართ ეპისტოლეშიც: “ამისთჳს, მოთმინებაჲ რაჲ არაჲ გუაქუნდა, სათნო-ვყავთ დაშთომა ჩუენი ათინეს შინა მარტოდ, და წარვავლინეთ ტიმოთე, ძმაჲ ჩუენი” (1 თეს. 3:1-2).

    იმავესა და იმავე მიზეზით წარავლენს ეფესელთა მიმართაც (ეფეს. 6:22).

    “რაჲთა ცნას თქუენთჳს და ნუგეშინის-სცეს გულთა თქუენთა”. ხედავ, რას ამბობს? არა ამბობს, რათა თქვენ გაიგოთ ჩემი ამბები, არამედ, რათა მე გავიგო თქვენი. საერთოდ, არსად გამოაქვს წინა პლანზე ის, რაც პირადად მას ეხება.

  2. ეფრემ ასური4 საუკუნე
  3. თეოდორიტე კვიროსელი5 საუკუნე
  4. თეოფილაქტე ბულგარელი11 საუკუნე
  5. მიხეილ ხერასკოვი19 საუკუნე
  6. ნიკანორი (კამენსკი)19 საუკუნე
  7. როზანოვი ნ. პ.19 საუკუნე
  8. თეოფანე დაყუდებული19 საუკუნე

1 / 8

ან ბიბლიის მკითხველში უფასო ანგარიშით: წაიკითხე ყველა 8 განმარტება.

ჩვენს ბიბლიოთეკაში

კოლასელთა მიმართ 4:8 კონტექსტში

4:6თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა მიუგოთ.

4:7ჩემს ამბავს დაწვრილებით გაუწყებთ ტიქიკოსი, საყვარელი ძმა, სანდო მსახური და თანამოღვაწე უფალში,

4:8რომელიც იმიტომ გაახლეთ, რომ გაუწყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს,

4:9ონისიმესთან, სანდო და საყვარელ ძმასთან ერთად; ისინი გაუწყებენ აქაურ ამბებს.

4:10მოკითხვას გითვლით არისტარქე, ჩემთან ერთად ტყვედ ნამყოფი, აგრეთვე მარკოზი, ბარნაბას ბიძაშვილი, ვისზედაც გაცნობეთ, თუ გეწვიათ, შეიწყნარეთ-მეთქი,

პარალელური ადგილები: კოლასელთა მიმართ 4:8

განაგრძე კითხვა: კოლასელთა მიმართ 4

სრულად წაიკითხე: კოლასელთა მიმართ 4 · გახსენი ბიბლიის მკითხველში