
დანიელი 10:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
დანიელი 10:4 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 10:4 კონტექსტში
10:2იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის განმავლობაში დანაღვლიანებული ვიყავი.
10:3გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.
10:4პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
10:5თვალები ავახილე და დავინახე, აჰა, ჩემს წინ სელით შემოსილი კაცი იყო, წელი უფაზის ოქროთი ჰქონდა შემოსარტყლული.
10:6მისი ტანი ტოპაზის მსგავსი იყო, სახე - ელვის მსგავსი, თვალები - ცეცხლის ალის მსგავსი, ხელფეხი - გაპრიალებულ სპილენძის მსგავსი. მისი ლაპარაკი კი - მრავალთა ხმის მსგავსი.
პარალელური ადგილები: დანიელი 10:4
- შესაქმე 2:14მესამე მდინარის სახელია ხიდეკელი; იგი ჩაუდის აშურს. მეოთხე მდინარეა ფერათი.
- დანიელი 8:2ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.
- ეზექიელი 1:3გამოეცხადა უფლის სიტყვა ეზეკიელს, ბუზის ძეს, მღვდელს, ქალდეველთა ქვეყანაში, მდინარე ქებარის პირას, და იყო იქ მასზე უფლის ხელი.
განაგრძე კითხვა: დანიელი 10
სრულად წაიკითხე: დანიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში