
დანიელი 10:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის განმავლობაში დანაღვლიანებული ვიყავი.
დანიელი 10:2 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 10:2 კონტექსტში
10:1კიროსის, სპარსეთის მეფის მესამე წელს სიტყვა გამოეცხადა დანიელს, ბელტეშაცარად წოდებულს. ჭეშმარიტი და დიდმნიშვნელოვანი იყო ეს სიტყვა. მან გაიგო ეს სიტყვა და მიხვდა ამ ხილვას.
10:2იმხანად მე, დანიელი, სამი შვიდეული დღის განმავლობაში დანაღვლიანებული ვიყავი.
10:3გემრიელი პური არ მიჭამია, ხორცი და ღვინო პირში არ ჩამიშვია და ნელსაცხებელი არ მიმიკარებია, ვიდრე სამი კვირა არ გასრულდა.
10:4პირველი თვის ოცდამეოთხე დღეს, დიდი მდინარის, ტიგროსის პირას ვიყავი.
პარალელური ადგილები: დანიელი 10:2
- ნეემია 1:4ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
- დანიელი 9:24შენი ერისთვის და შენი წმიდა ქალაქისთვის სამოცდაათი შვიდეულია დადგენილი შეცოდების დასაფარავად, ცოდვათა დასაბეჭდად, უკეთურების დასაფარავად, სამარადისო სიმართლის დასამყარებლად, ხილვისა და წინასწარმეტყველების დასაბეჭდავად და წმიდათა წმიდის საცხებად.
- დანიელი 9:27იგი მრავალთან განამტკიცებს აღთქმას ერთ შვიდეულში, შვიდეულის ნახევარში შეცვლის მსხვერპლს და ძღვენს. სიბილწის ფრთებზე იქნება გამტიალებელი, ვიდრე განგებული დრო არ ეწევა გამტიალებელს.
- ეზრა 9:4თავი მოიყარეს ჩემთან ყველამ, ვისაც ეშინოდა ისრაელის ღმერთის განაჩენისა, გადანასახლები ხალხის დანაშაულის გამო. მე კი დამწუხრებული ვიჯექი მწუხრის მსხვერპლშეწირვამდე.
- ეზრა 9:5ხოლო მწუხრის მსხვერპლშეწირვისას ავდექი ჩემი მარხულობიდან და სამოსელშემოგლეჯილი დავეცი მუხლებზე, და ხელი აღვაპყრე უფლის, ჩემი ღმერთის მიმართ,
- ესაია 66:10იმხიარულეთ იერუსალიმთან ერთად და ყველამ გაიხარეთ მისით, მისმა მოყვარულებმა! ლხენით ილხინეთ მასთან ერთად, ყველამ, ვინც მოთქვამდა მასზე!
- მათეს სახარება 9:15ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
- გამოცხადება 11:5თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შეჭამს მათ მტრებს; თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, მოკლულ უნდა იქნეს.
განაგრძე კითხვა: დანიელი 10
სრულად წაიკითხე: დანიელი 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში