
დანიელი 11:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი.
დანიელი 11:14 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 11:14 კონტექსტში
11:12როდესაც ის ხელში ჩაიგდებს ურდოს, გადიდგულდება და, თუმცა მრავალ ათასს დასცემს, ამით ვერ გაძლიერდება.
11:13რადგან ჩრდილოეთის მეფე პირვანდელზე დიდ ურდოს შეჰყრის და რამდენიმე წლის შემდეგ სწრაფად გაილაშქრებს დიდი ურდოთი და დიდძალი სიმდიდრით.
11:14იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი.
11:15მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად.
11:16თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.
პარალელური ადგილები: დანიელი 11:14
- გამოცხადება 17:17რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
- მოციქულთა საქმენი 4:25ჩვენი მამისა და შენი მსახურის დავითის პირით რომ თქვი სული წმიდის მიერ: „რატომ აზავთდნენ წარმართნი და ხალხებმა იზრახეს ფუჭი?
- მოციქულთა საქმენი 4:28რათა ექმნათ ის, რისი ქმნაც წინასწარ დაადგინა შენმა ზრახვამ და ხელმა.
განაგრძე კითხვა: დანიელი 11
სრულად წაიკითხე: დანიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში