გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

დანიელი 11:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

დანიელი 11:16

თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.

დანიელი 11:16 · საქართველოს საპატრიარქო

დანიელი 11:16 კონტექსტში

11:14იმ დროს კიდევ მრავალნი აღუდგებიან სამხრეთის მეფეს და აჯანყდებიან მძლავრნი შენი ხალხიდან, რათა აღსრულდეს ხილვა, და წაიფორხილებენ ისინი.

11:15მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილებს მოაწყობს და ციხე-ქალაქს დაიპყრობს. მას ვერც სამხრეთის ძალა დააკავებს და ვერც მისი რჩეული ხალხი. მათ არ ეყოფათ ძალა მასთან გასამკლავებლად.

11:16თავის ნებისაებრ მოიქცევა მის წინააღმდეგ გამოსული და წინ ვერავინ დაუდგება. იგი მშვენიერ ქვეყანაში დადგება და მის ხელთ იქნება დაღუპვა.

11:17განიზრახავს მთელი თავისი სამეფოს ძალით და თავისი ერთგულებითურთ გალაშქრებას, და ასეც იზამს. დედაკაცთა ქალაქს მისცემენ ასაოხრებლად; ვერ გაუძლებს, მაგრამ ვერც მას დარჩება.

11:18პირს კუნძულებისკენ იბრუნებს და მრავალს დაიპყრობს. მაგრამ ვინმე მთავარი შეაწყვეტინებს თავის დაცინვას და სამაგიერო სირცხვილს აჭმევს.

პარალელური ადგილები: დანიელი 11:16

განაგრძე კითხვა: დანიელი 11

სრულად წაიკითხე: დანიელი 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში