
დანიელი 8:27 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია.
დანიელი 8:27 · საქართველოს საპატრიარქო
დანიელი 8:27 კონტექსტში
8:25გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
8:26ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.
8:27მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია.
პარალელური ადგილები: დანიელი 8:27
- დანიელი 7:28აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.
- აბაკუმი 3:16გავიგონე და შემეძრა შიგნეული, მის ხმაზე ამითრთოლდა ბაგეები, ტეხა დამიწყო ძვლებმა და ადგილზე დავბარბაცდი; მაგრამ მშვიდად დაველოდები გასაჭირის დღეს, როცა ჩემს ხალხს გასაძარცვავად დაესხმიან.
- დანიელი 8:7დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან.
- დანიელი 6:2მათ კი სამი მთავარი დაუნიშნა მათ შორის ერთი დანიელი, რათა სატრაპებს მათთვის წარედგინათ ანგარიში და მეფეს არ ეზარალა.
- დანიელი 6:3მაშინ სხვა მთავრებზე და სატრაპებზე მეტად აღზევდა დანიელი, რადგან მასში საკვირველი სული იყო, და მეფე ფიქრობდა მთელ სამეფოზე დაეყენებინა იგი.
- მეფეთა ა 3:15დილამდე ეძინა სამუელს. მერე გააღო უფლის სახლის კარი. ეკრძალებოდა სამუელს გაემხილა ელისთვის ეს ხილვა.
- დანიელი 8:2ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.
- დანიელი 5:14გავიგგ, შენში ღვთის სული ყოფილა და თან ნათელი გონიერება და საკვირველი სიბრძნე გქონია.
განაგრძე კითხვა: დანიელი 8
სრულად წაიკითხე: დანიელი 8 · გახსენი ბიბლიის მკითხველში