
მეორე სთვლისაება 1:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთიდან კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე.
მეორე სთვლისაება 1:2 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:2 კონტექსტში
1:1აი, სიტყვები, რომლებიც გამოუცხადა მოსემ მთელ ისრაელს იორდანეს გაღმა უდაბნოში, ვაკეზე, სუფის გასწვრივ, ფარანს, თოფელს, ლაბანს, ხაცეროთსა და დი-ზაჰაბს შორის,
1:2ხორებიდან თერთმეტი დღის სავალზე, სეყირის მთიდან კადეშ-ბარნეასკენ მიმავალ გზაზე.
1:3მეორმოცე წელს, მეთერთმეტე თვის პირველ დღეს იყო, რომ გამოუცხადა მოსემ ისრაელიანებს ყველაფერი, რაც მათთვის სათქმელად უბრძანა უფალმა,
1:4ხეშბონში მჯდარი სიხონ ამორეველთა მეფის და აშთაროთში, ედრეიში, მჯდარი ბაშანის მეფის, ყოგის, მოკვლის შემდეგ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:2
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
- რიცხვთა 32:8ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
- მეორე სთვლისაება 9:23როცა კადეშ-ბარნეადან გგზავნიდათ უფალი და გეუბნებოდათ: წადით, დაეპატრონეთ ქვეყანას, რომელიც მოგეცითო, თქვენ წინააღუდექით უფალს, თქვენს ღმერთს, არ ერწმუნეთ მას და არ ისმინეთ მისი სიტყვა.
- გამოსვლა 3:1მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის, ითროს, ცხვარს. წაასხა ერთხელ ცხვარი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს.
- ლევიანი 2:14თუ პირველმოწეული ნაყოფებიდან შესწირავ უფალს საძღვნოს, ცეცხლზე მოხალული თავთავი და ღერღილი შესწირე შენი პირველმოწეული ნაყოფებისგან.
- ლევიანი 9:23შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.
- რიცხვთა 20:17გაგვატარე შენს ქვეყანაზე: არ გადავუვლით შენს ყანებს და ვენახებს, არ დავლევთ შენი ჭის წყალს; სამეფო გზით ვივლით, არც მარჯვნივ გავუხვევთ, არც მარცხნივ, ვიდრე შენს საზღვარს არ გავცდებით.
- რიცხვთა 20:21არ დაანება ედომმა ისრაელს გავლა თავის საზღვარზე და გაერიდა მას ისრაელი.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში