
რიცხვთა 32:8 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
რიცხვთა 32:8 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 32:8 კონტექსტში
32:6მიუგო მოსემ გადიანებს და რეუბენიანებს: თქვენი ძმები საბრძოლველად წავლენ, თქვენ კი აქ დარჩებით?
32:7რისთვის უშლით ისრაელიანებს იმ ქვეყანაში გადასვლას, რომელიც თქვენთვის მოუცია უფალს?
32:8ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
32:9მივიდნენ ეშქოლის ხევამდე, ნახეს ქვეყანა და დაუშალეს ისრაელიანებს იმ ქვეყანაში შესვლა, რომელიც მათთვის ჰქონდა მიცემული უფალს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 32:8
- იესო ნავეს ძე 14:6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
- იესო ნავეს ძე 14:7ორმოცი წლის ვიყავი, როცა გამგზავნა მოსემ, უფლის მორჩილმა, კადეშ-ბარნეაიდან ქვეყნის დასაზვერად. მეც უზაკველად მივუტანე ამბავი.
- რიცხვთა 13:2ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
- რიცხვთა 13:26ორმოცი დღის შემდეგ, რომ დაზვერეს ქვეყანა, უკან დაბრუნდნენ.
- მეორე სთვლისაება 1:19გავემგზავრვთ ხორებიდან და გავიარეთ მთელი ის დიდი და საშიში უდაბნო, რომელიც თქვენ ნახეთ ამორეველთა მთისკენ მიმავალ გზაზე, როგორც გვიბრძანა უფალმა, ჩვენმა ღმერთმა, და კადეშ-ბარნეას მივადექით.
- მეორე სთვლისაება 1:25ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
- რიცხვთა 14:2აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 32
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 32 · გახსენი ბიბლიის მკითხველში