
მეორე სთვლისაება 1:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
მეორე სთვლისაება 1:25 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:25 კონტექსტში
1:23მომეწონა ეს სიტყვა და გამოვარჩიე თქვენგან თორმეტი კაცი, თითო კაცი ყოველი შტოდან.
1:24გაემართნენ, გადაიარეს მთა და მიადგენ ეშქოლის ხევს და დაზვერეს ქვეყანა.
1:25ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
1:26თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
1:27დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: მტრობით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპადო,
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში