
მეორე სთვლისაება 1:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
მეორე სთვლისაება 1:26 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:26 კონტექსტში
1:24გაემართნენ, გადაიარეს მთა და მიადგენ ეშქოლის ხევს და დაზვერეს ქვეყანა.
1:25ხელში დაიჭირეს იმ ქვეყნის ნაყოფები და ჩამოგვიტანეს; ამბავიც მოგვიტანეს, გვითხრეს: მადლიანია ეს ქვეყანა, რომელსაც გვაძლევს უფალი, ჩვენი ღმერთი.
1:26თქვენ კი არ ისურვეთ წასვლა და არ დაემორჩილეთ უფლის, თქვენი ღმერთის ბრძანებას.
1:27დრტვინავდით თქვენს კარვებში და ამბობდით: მტრობით გამოგვიყვანა უფალმა ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა ამორეველთა ხელში ჩავეგდეთ დასაღუპადო,
1:28სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:26
- რიცხვთა 14:1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
- რიცხვთა 14:4უთხრეს ერთმანეთს: დავიყენოთ მეთაურები და გავბრუნდეთ ეგვიპტეში.
- მოციქულთა საქმენი 7:51ქედფიცხელნო, გულითა და ყურით წინადაუცვეთელნო, გამუდმებით რომ ეურჩებით წმიდა სულს, თქვენცა და თქვენი მამებიც.
- ფსალმუნები 106:24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
- ფსალმუნები 106:25დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
- ესაია 63:10მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში