
მეორე სთვლისაება 1:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაგრამ არც ამაში ერწმუნებით უფალს, თქვენს ღმერთს,
მეორე სთვლისაება 1:32 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:32 კონტექსტში
1:30უფალი, თქვენი ღმერთი, წაგიძღვებათ წინ; იგი იბრძოლებს თქვენთვის, როგორც ეგვიპტეში მოიქცა თქვენს თვალწინ;
1:31ან უდაბნოში, სადაც, როგორც შენ ხედავდი, გატარებდა უფალი, შენი ღმერთი, როგორც თავის შვილს ატარებს კაცი, მთელ თქვენს სავალ გზაზე, ვიდრე ამ ადგილამდე მოხვიდოდით.
1:32მაგრამ არც ამაში ერწმუნებით უფალს, თქვენს ღმერთს,
1:33რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ მოგიძებნოთ დასაბანაკებელი ადგილი, ღამით ცეცხლში თქვენი სავალი გზის გასანათებლად, და დღისით ღრუბელში.
1:34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:32
- ფსალმუნები 106:24მათ დაიწუნეს ქვეყანა სასურველი, აღარ ირწმუნეს ნათქვამი მისი.
- იუდას ეპისტოლე 1:5მინდა შეგახსენოთ, თუმცა ყველაფერი იცით, რომ ღმერთმა ეგვიპტის ქვეყნიდან იხსნა თავისი ხალხი, შემდეგ კი შემუსრა ურწმუნონი.
- ებრაელთა მიმართ 3:18ან ვის მიმართ დაიფიცა, რომ ვერ ეღირსებოდნენ მის სიმშვიდეში შესვლას, თუ არა ურჩთა მიმართ?
- ებრაელთა მიმართ 3:19და ჩვენ ვხედავთ, რომ ურწმუნოების გამო მართლაც ვერ ეღირსნენ შესვლას.
- ფსალმუნები 78:22რადგან არ დაუჯერეს ღმერთს და მის შველაზე არ დაამყარეს იმედი.
- ებრაელთა მიმართ 3:12იფხიზლეთ, ძმანო, რომ არცერთ თქვენგანს არ ჰქონდეს უკეთური და ურწმუნო გული, რათა არ განუდგეს ცოცხალ ღმერთს.
- ნეშტთა შორისა ბ 20:20ადგნენ დილაადრიან და თეკოაყის უდაბნოსკენ გავიდნენ. გასვლისას ადგა იოშაფატი და თქვა: მისმინეთ, მთელო იუდავ და იერუსალიმის მცხოვრებნო! დაენდეთ უფალს, თქვენს ღმერთს, მტკიცედ იდექით. გწამდეთ მისი წინასწარმეტყველებისა და მოგემართებათ ხელი.
- ესაია 7:9ეფრემის თავი სამარიაა და სამარიის თავი - რემალიას ძე. თუ არ გჯერათ, ურწმუნონი ყოფილხართ.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში