
მეორე სთვლისაება 1:34 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
მეორე სთვლისაება 1:34 · საქართველოს საპატრიარქო
მეორე სთვლისაება 1:34 კონტექსტში
1:32მაგრამ არც ამაში ერწმუნებით უფალს, თქვენს ღმერთს,
1:33რომელიც წინ მიგიძღვით გზაზე, რომ მოგიძებნოთ დასაბანაკებელი ადგილი, ღამით ცეცხლში თქვენი სავალი გზის გასანათებლად, და დღისით ღრუბელში.
1:34გაიგონა უფალმა თქვენი სიტყვების ხმა, განრისხდა და ასე დაიფიცა:
1:35ვერავინ იხილავს ამ უკეთური მოდგმიდან იმ მადლიან ქვეყანას, რომელიც მათ მამა-პაპას აღვუთქვი,
1:36გარდა ქალებ იეფუნეს ძისა. ის იხილავს მას. მისთვის და მისი შვილებისთვის მიმიცია ქვეყანა, რომელიც მან მოიარა, რადგან უფლის ერთგული იყო.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:34
- რიცხვთა 14:22ვერცერთი იმათგანი, ვინც იხილა ჩემი დიდება და სასწაულები, ეგვიპტეში და უდაბნოში რომ მოვიმოქმედე, ათგზის რომ გამომცადა მე და მაინც არ დაიჯერა ჩემი სიტყვა,
- რიცხვთა 14:30ვერავინ შეხვალთ ქვეყანაში, სადაც თქვენი დასადგურება დავიფიცე, ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძის გარდა.
- მეორე სთვლისაება 2:14ოცდათვრამეტი წელი მოეუნდით კადეშ-ბარნეადან ზარედის ხევამდე მისვლას და ამასობაში გაწყდა ბანაკში მებრძოლთა მთელი თაობა, როგორც დაფიცებული ჰქონდა მათთვის უფალს.
- მეორე სთვლისაება 2:15უფლის ხელიც იყო მათზე, რომ სრულებით გამწყდარიყვნენ ბანაკში, ვიდრე არ გაწყდნენ.
- ფსალმუნები 95:11ამიტომ დავიფიცე ჩემი მრისხანების ჟამს, რომ ვერ შევლენ ჩემს სავანეში.
- ებრაელთა მიმართ 3:8ნუ გაიქვავებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვის ჟამს, უდაბნოში გამოცდის დღეს,
- ებრაელთა მიმართ 3:11ასე დავიფიცე ჩემი რისხვით, რომ არ ეღირსებათ ჩემს სიმშვიდეში შემოსვლა“.
- რიცხვთა 32:8ასე მოიქცნენ თქვენი მამები, როცა კადეშ-ბარნეადან გავგზავნე ქვეყნის დასაზვერად.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში